00:41 27.03.2020
„რომში გარდაიცვალა პრინცი რაიმონდო ორსინი დ'არაგონა - დიდებული სიძე ჰყავდათ ქართველებს, რომელსაც გულწრფელად უყვარდა ჩვენი ქვეყანა“

ფეისბუკმომხმარებელი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ეკა ფილიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„კიდევ ერთი სამწუხარო ამბავი, რომში გარდაიცვალა პრინცი რაიმონდო ორსინი დ'არაგონა, რომაული და საერთოდ ევროპული არისტოკრატიის ერთ-ერთი უკანასკნელი მოჰიკანი და დიდებული პიროვნება. მქონდა პატივი და ვიცნობდი პირადად მის არაჩვეულებრივ ოჯახთან ერთად. დიდებული სიძე ჰყავდათ ქართველებს, რომელსაც გულწრფელად უყვარდა ჩვენი ქვეყანა. არასოდეს დამავიწყდება 2003 წლის 25 ოქტომბერი, ,,ვარდების რევოლუციას,, სულ რამდენიმე დღე გვაშორებდა, საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ პრინც რაიმონდოსა და ტონინო გუერას საქართველოს საპატიო მოქალაქეობა მიანიჭა. ჩემს თვალწინ ისტორია იქმნებოდა და დღეს ტონინო გუერასთან ერთად პრინცი რაიმონდოც შეუერთდა მარადისობას. ძალიან ბევრი მაქვს მასზე მოსაყოლი პირადად მეც და არ დამავიწყდება მისი ცრემლები, როდესაც ჯილდო და დამადასტურებელი დოკუმენტი გადაეცა, მჯერა, რომ იმ წამს მართლა ძალიან ბედნიერი იყო. გულწრფელად ვუთანაგრძნობ ქეთევან ბაგრატიონსა და პრინც ლელიო ორსინის...“, წერს ირაკლი ბათიაშვილი.

 

ორსინის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი: “გარდაიცვალა პრინცი რაიმონდო ორსინი, ერთ-ერთ იტალიის უძველეს არისტოკრატიულ ოჯახის შთამომავალი, საქართველოს ელჩის ქეთევან ბაგრატიონის მეუღლე. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას” - წერს საქართველოს პრეზიდენტი.

 

შეგახსენებთ, რომ ქეთევან კონსტანტინეს ასული ბაგრატიონი ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს შთამომავალია, დაიბადა საფრანგეთში, 1977 წელს დაამთავრა ბორდოს უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი სლავური და ინგლისური ენების სპეციალობით. 1975–1976 სტაჟირებაზე იყო თბილისის და მოსკოვის უნივერსიტეტებში. 1978 წელს ცოლად გაჰყვა იტალიის დიდ მთავარს რაიმონდო ორსინ დ არაგონა დუკა დი გრავინას და საცხოვრებლად რომში გადავიდა. ჰყავს 4 შვილი. 1991 წელს საქართველოს დახმარების მიზნით რომში დააარსა საზოგადოება იტალიელთა და ქართველთა ერთობა— „წმინდა გიორგის ფარი“. არის საქართველოს ჰუმანური დახმარების მრავალი აქციის ორგანიზატორი და ხელმძღვანელი, საქართველოს საპატიო მოქალაქე.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge