17:12 27.03.2020
"მხოლოდ ტერიტორია კი აღარ ვართ სადერეფნო, არამედ მსოფლიოს ინტელექტუალურ რუკაზეც ვყელყელაობთ"

 

ნინო ხაჩიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„ფაქტია - რომ ჩინეთი მოერია ვირუსს. მოერევიან აშშ-ც, იტალიაც, ესპანეთიც, საფრანგეთიც და ყველა დანარჩენიც. ჩვენ ხომ მოვერევით და მოვერევით!

 

აბა - დავუფიქრდეთ, როგორი დივიდენდები მოგვიტანა ამ ვირუსმა? მხოლოდ ტერიტორია კი აღარ ვართ სადერეფნო, არამედ მსოფლიოს ინტელექტუალურ რუკაზეც ვყელყელაობთ.

ჰოდა - ვიყოთ მადლიერები ამ ექსტრემალური ვითარების, საკუთარი შესაძლებლობების ჩვენების საშუალება მოგვცა, რომ არა ეს - ხომ გვექნებოდა ისევ და ისევ განვითარებადი ველურების სტატუსი (არადა - ოდესმე ხომ უნდა დაგვემტკიცებინა, რომ გელათისა და იყალთოს აკადემიები ტყუილუბრალოდ არ გვქონია?!).

 

ყველა სახელმწიფო და ხალხი, ისევე, როგორც ადამიანი, გადის თავის გასავლელს. ვერც დააჩქარებთ ამას და ვერც შეანელებთ.

 

რაც ნაკლებ ინფოს მიიღებთ ვირუსზე, მით უკეთესი. თუ მაინცდამაინც - აირჩიეთ დამკვირვებლის როლი, შორიდან დააკვირდით და გააანალიზეთ გონებაში, ემოცია არ მიაყოლოთ.

 

ნუ შეშინდებით!

ეს მხოლოდ შესაძლებლობა და განვითარებისთვის ბიძგია,“ - წერს ის.

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge