17:36 27.03.2020
კრემლში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია რუსულ მედიასთან ადასტურებს კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი.

 

„მართლაც, კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა ადმინისტრაციაში. ეს მართალია და ყველა საჭირო სანიტარული და ეპიდემიოლოგიური ღონისძიებაა მიღებული, რათა ვირუსის შემდგომი გავრცელება არ მოხდეს", - განაცხადა პესკოვმა.

 

ამასთან, პესკოვმა დასძინა, რომ ინფიცირებულ პირს ვლადიმერ პუტინთან შეხება არ ჰქონია. მან ასევე აღიარა, რომ იგი ესწრებოდა წვეულებას, სადაც ლევ ლეშჩენკოც იმყოფებოდა, რომელსაც მოგვიანებით კორონავირუსი დაუდგინდა.

 

„კი, ვიყავი, მარამ ლეშჩენკო არ მინახავს. ალბათ უკვე წასული იყო. ხელი არავისთვის ჩამომირთმევია და თან ეს ორი კვირის წინ იყო“,-განაცხადა პესკოვმა.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge