20:30 27.03.2020
„მეგობრებო, ტაქსიში წინ ნუ დაჯდებით - ახალი რეკომენდაციით, არ შეიძლება“

მანჩო გიორგობიანის ბლოგი:

 

მეგობრებო, ტაქსში წინ ნუ დაჯდებით, ახალი რეკომენდაციით, არ შეიძლება, თურმე.. დღევანდელი ამბავი..

 

ცოტა ხნის წინ გავედი, რაღაც აუცილებელი საქმე მქონდა (ისე არ დავბოდიალობ) და ჩავჯექი ტაქსში, წინ მიყვარს ჩაჯდომა, ზოგადად. ჰოდა, ამ დროს ტაქსის მძღოლი მეუბნება, ძალიან გთხოვთ, წინ არ დაჯდეთო ...
- უი, შევიცხადე მე, მაპატიეთ , ინსტინქტურად ვჯდებოდი , ალბათ ვირუსის გეშინიათ?!. დავჯექი უკან და ვაგრძელებ..
- იცით, ჩემი არ შეგეშინდეთ, დიდი ხანია ნებაყოფლობით თვითიზოლაციაში ვარ - გავაგრძელე კაცის დამშვიდება ...
- არა-, მეუბნება მძღოლი, მე სულ არ მეშინია, მაგრამ პატრული გაგვაჩერებს, მაინც და უკან გადაგსვამსო.. )))) )))))
- უი, გავიკვირვე, ასეთი ბრძანება არ გამიგია , როდის გამოაცხადეს,მეთქი?..


 და მიპასუხა:
- ჰოო, ტაქსი თუ დაინახეს, რომ მგზავრი წინ უზის, აუცილებლად აჩერებენო... აბაა?!

მოკლედ , ძალიან სწორი და ჭკვიანური რეკომენდაციაა და ის უფრო მომეწონა, რომ პატრული მკაცრად აქცევს ყურადღბას...

ერთად გავიმარჯვებთ! 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მადლობა პატრულს, რომ ზრუნავენ ჩვენზე, ტაქსის მძღოლებსაც, ვინც გულმოდგინედ ასრულებს რეკომენდაციას. 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge