20:45 27.03.2020
„ეს ყველაფერი უკვე ფსიქიატრიის სფეროს კომპეტენციაა - გააჩუმეთ უკრაინის მოქალაქე!“

ჟურნალისტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„მიხეილ სააკაშვილი იქნებ გააჩუმოს ვინმემ. ყოველდღე სისულეების ლაპარაკი ისევ თავის პარტიას ვნებს და თავისავე მომხრეებს აკარგვინებს. პარადოქსია პირდაპირ, გქონდეს შენი საკუთარი არხი, პროპაგანდის სხვა საშუალებები და "საკუთარ ფეხში ისროდე" ყოველი შენი გამოსვლით. ესეთი რამეს პირველად ვხედავ... ხან კორონავირუსზე საუბრობს, ხან ქართველების ჩამოყვანის პროცესით არის უკმაყოფილო, ხან ზღვის გადმოცურვა უნდა, ხან კიდე რაღაც სარდაფში გადამალულ $800 მილიონს გვპირდება... ეს ყველაფერი უკვე ფსიქიატრიის სფეროს კომპეტენციაა... გააჩუმეთ უკრაინის მოქალაქე!“, წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge