ფეისბუკმომხმარებელი თეა ჟამუტაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ აღდგომის ღამეს ეკლესიები არ დაიკეტება:
„გეუბნებოდით, შეთანხმდებიან, მთქო, თმა რომ გაიწეწთ და ღაწვები დაიკაწრეთ? დამიჯერეთ ხანდახან რა. ჩემო ძვირფასებო, ეს ქვეყანა ქრისტესთვის დაღვრილ სისხლზე დგას და ეკლესიის კარს ვინ დაკეტავდა?! მაღაზიაში დისტანციაზე დგომა თუ შეიძლება, ეკლესიაში დისტანციებს შორის ეშმაკი დარბის? ცხრა საათი ღამე, ეკლესიის ეზოში მხოლოდ ნამდვილი მორწმუნე გაძლებს. მორჩა კინო, მოდაზე ლიტონიობა გაისად. ჩემს ბავშვობაში სვეტიცხოველში ღამისთევა იყო მოდაში, თითქოს აქ სხვანაირად ლოცულობდნენ. თქვენ ის იდარდეთ, დიდ შაბათს ცეცხლი გადმოვიდეს....თორემ კორონა და მაჯლაჯუნები მერე ნახეთ“.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge