12:22 23.05.2020
"წინ კიდევ ბევრი გამოცდაა ჩასაბარებელი, რთული და მკაცრი გამოცდა - "სიფრთხილე!''

"ჯორჯიან თაიმსის" მთავარი რედაქტორი ნანა გაგუა სოციალურ ქსელში წერს:

 

"იმ ახალგაზრდობაზე მოგვიანებით დავწერ (შუაღამეა ახლა), ''თავისუფლების'' დღევანდელ ღამეს სული რომ შთაბერეს და ქუჩა-უბნები ჟივილ-ხივილითა და ტკრციალით აავსეს....


უცებ ადიდებული შენაკადებივით რომ შეუერთდნენ ერთმანეთს, მდინარედ იქცნენ და მოედვნენ ქალაქს ახალგაზრდული, დაუდეგარი ენერგიით.


მოგვიანებით დავწერ იმ ახალგაზრდებზე, წლევანდელი გაზაფხული თოვლის ფანტელივით რომ შემოადნათ ხელში და მაინც, მრავალი დღის მანძილზე უდიდესი პასუხისმგებლობა რომ გამოიჩინეს - შეიგნეს არსებული სიტუაციის სირთულეები და კანონს, მითითებებსა და ვედრებას ''დარჩი შინ!'' რომ დაემორჩილნენ....


საუკეთესოები. სამაგალითოები. უსაყვარლესები....


ძალიან, ძალიან მოწყენილი იყო ქალაქი და გარემო მათ გარეშე, მათი ახალგაზრდული ყიჟინისა და შეძახილების გარეშე.


იმრავლონ დაე.....იხარონ! 


და უნდა ახსოვდეთ: წინ კიდევ ბევრი გამოცდაა ჩასაბარებელი!


ჩასაბარებელი რთული და მკაცრი გამოცდა - 'სიფრთხილე''!"- წერს ის.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge