დღე: 30

ღამე: 20

USD 2.7181

EUR 3.1875

ბოლნისის სოფელ მუშევანში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა 23.05.2020 18:30

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში კვლევის შედეგად კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან 67 საკვლევი მასალა გაიგზავნა ლუგარში, აქედან 39 მუშევანიდან იყო აღებული, დანარჩენი კი მიზნობრივი ჯგუფებიდან. 66-ზე უარყოფითი პასუხი მოვიდა და მხოლოდ ერთს, მუშევანში დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი. დღეისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში კოვიდინფიცირების 162 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 75 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმი კი მუშევანისა და გეტას გარდა, ყველა სოფელსა და მუნიციპალურ ცენტრში მოიხსნა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ