დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

„ოჯახური ძალადობა მართლაც წარმოუდგენელია ნიკასთან მიმართებაში, ის იმდენად კარგი ადამიანია“ 24.05.2020 17:18

„პრაიმტაიმი“ ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს დაუკავშირდა. როგორც აკა მეტრეველმა განაცხადა, რომ მას სმენია მეუღლეებს შორის კონფლიქტის შესახებ, თუმცა ბასილაშვილის უდანაშაულობას ეჭვქვეშ ვერ აყენებს. „ძალიან გაკვირვებული ვიყავი, მართალი გითხრათ, დღეს არ გამიგია. მე ნიკასთან და მის ოჯახთან უშუალო კავშირში ვარ. მე ნიკას მსგავსი მშვიდი ადამიანი არ მინახავს. გამიხარდებოდა, მეც რომ მასავით გაწონასწორებული ვიყო… მე პირადად არ მჯერა იმ ისტორიის, რაც გაჟღერდა. ამას არ ვამბობ იმიტომ, რომ ვიყავი ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ახლაც ხელმძღვანელ პოზიციაზე ვარ. მსმენია, რომ ოჯახური პრობლემები ჰქონდათ. როცა ცოლ-ქმარი შორდება, გარკვეული პრობლემები და უთანხმოება არის ხოლმე. დეტალები, რა თქმა უნდა, არასოდეს მიკითხავს. ოჯახური ძალადობა მართლაც წარმოუდგენელია ნიკასთან მიმართებაში, ის იმდენად კარგი ადამიანია“. – ამბობს აკა მეტრეველი.

 

შეგახსენებთ, 22 მაისს ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს და ის დღეს, გირაოს შეფარდების საფუძველზე საპატიმროს დატოვებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ