დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

„საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია გმობს ყველა სახის ძალადობას“ - ფედერაცია ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმესთან დაკავშირებით შეფასებებისგან დროებით თავს იკავებს 24.05.2020 18:28

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია გმობს ყველა სახის ძალადობას , - ამის შესახებ ფედერაციის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. განცხადების თანახმად, ფედერაცია ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმესთან დაკავშირებით შეფასებების გაკეთებისგან დროებით თავს იკავებს.

 

„საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია გმობს ყველა სახის ძალადობას. რაც შეეხება ნიკოლზ ბასილაშივილის საქმეს, მიმდინარეობს გამოძიება და გამოიძიების დასრულებამდე შეფასების გაკეთებისგან თავს შევიკავებთ“, - აღნიშნულია ჩოგბურთის ფედერაციის განცხადებაში.

 

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის საქმეზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე დღეს იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

 

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის ჩანიშნული.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ