დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ცნობილი ბრიტანული გამოცემები The Sun და The Guardian ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის დაკავების ფაქტს ეხმაურებიან 25.05.2020 00:44

ცნობილი ბრიტანული გამოცემები The Sun და The Guardian ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის დაკავების ფაქტს ეხმაურებიან და წერენ, რომ ქართველი ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ბრიტანული გამოცემა “სანი”, “გარდიანზე” დაყრდნობით წერს, რომ ცნობილ იქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური თავდასხმის გამო დააკავეს, რომელსაც მათი მცირეწლოვანი შვილიც შეესწრო.

 

“სავარაუდოდ, დანაშაული ჩადენილია არასრულწლოვანის წინ, ხუთშაბათს. ამის შემდეგ ბასილაშვილი, თბილისში, საქართველოს დედაქალაქში დააკავეს. კვირას, თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოდ დაახლოებით 26 ათასი ფუნტი სტერლინგი დაადგინა. წინა სასამართლო სხდომის თარიღი 16 ივლისს ჩაინიშნა. 28 წლის ჩოგბურთელი ქვეყნის ყველაზე წარმატებული ჩოგბურთის ვარსკვლავია, თუმცა ახლა მას ძალიან სერიოზული ბრალდება წაუყენეს. ოჯახში ძალადობა, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამი წლის ვადით, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 400 საათის ოდენობით. ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი 2013 წელს დაქორწინდნენ და საერთო ქორწინებიდან ჰყავთ შვილი, ლუკასი. ნიკოლოზ ბასილაშვილს კარიერაში 3 ATP ტიტული აქვს მოგებული და გამომუშავებული აქვს 4,5 მილიონი ფუნტი სტერლინგი”,- წერს გამოცემა. ნიკოლოზ ბასილაშვილს, სახელმწიფო ბრალდებამ ბრალი 126-ე მეორე პრიმა მუხლით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ძალადობის ჩადენას გულისხმობს. საქალაქო სასამართლომ ჩოგბურთელი 100 ათას ლარიანი გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლა. უფრო ზუსტად, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ, ATP ტურნირებზე გამომუშავებული თანხა ამ ოდენობისაა – $5,479,761.

 



recorder.ge

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ