რუსეთში, ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსის 8946 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 353 427-ს მიაღწია.
ამასთან, უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთში კორონავირუსით 92 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3633 შეადგინა.
ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 118 798 ადამიანი, ხოლო აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 230 996-ს შეადგენს.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge