დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

„აშშ-ს მოქალაქე კრისტინა პუშოუს მიერ მომზადებული სააკაშვილის რევოლუციური ზონდერ-ბრიგადების წევრთა სპეციალური მოწმობები!“ 25.05.2020 21:48

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს და საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს: 

 

„აშშ-ს მოქალაქე კრისტინა პუსაუს მიერ მომზადებული სააკაშვილის რევოლუციური ზონდერ-ბრიგადების წევრთა სპეციალური მოწმობები!“

 

შგახსენებთ, რომ ლაპარაკია ქრისტინა პუშოუზე, რომელიც ამერიკის მოქალაქეა, მაგრამ ხშირად იმყოფება საქართველოში და ფლობს სა­ქარ­თვე­ლოს დრო­ე­ბი­თი ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბას. იგი ცნობილია, როგორც მიხეილ სააკაშვილისა და ნაცმოძრაობის დიდი მხარდამჭერი. ბოლო დროს მისი სახელი გაჟღერდა ზუგდიდში, სადაც იგი პირბადეების დარიგებისას, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო დაჯარიმდა. კრისტინა მარია კოდი პუშოუ არის ენჯეო „ახალი ლიდერების ინიციატივას“ დამფუძნებელი. იგი სწორედ ამ ორგანიზაციის სახელით არიგებდა პირბადეებს და შესაბამისად მისი ორგანიზაცია 15 ათასი ლარით დაჯარიმდა საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის. 

 

ირაკლი ზაქარეიშვილი ასევე აქვეყნებს ფოტოებს, სადაც ვინმე ნიკოლოზ გაბელაია, რომლის სახელზე გამოწერილია ზემოთნახსენები სპეციალური მოწმობა, გადაღებულია სააკაშვილთან და პუშოუსთან:

 

„მიხეილ სააკაშვილის "ზონდერ-ფავორიტი" ნიკოლოზ გაბელაია მხურვალედ ულოცავს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის კიბერუსაფრთხოების წამყვანს სპეციალისტს, ირაკლი ზედგინიძეს და მეგობარ ნაც-აქტივისტებს ახალ 2020 წელს!.. უსურვებს მათ "საქართველოს მალე გათავისუფლებას!..." და ყველაფერს საუკეთესოს!“, წერს ზაქარეიშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიანიშნებს იმ თანამშრომელზე, რომელიც ზონდერ-ბრიგადების წევრთან მეგობრობს.

 


ნიკოლოზ გაბელაია და პუშოუ

  

 

 

 

ნიკოლოზ გაბელაია და სააკაშვილი

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ