დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

„გაერთიანებულ ოპოზიციას, სადაც დომინანტი არის „ნაციონალური მოძრაობა“, შემიძლია კატეგორიულად გავემიჯნო და ვთქვა, რომ იქ ჩვენ არანაირი საქმე არ გვაქვს“ 25.05.2020 22:45

გაერთიანებულ ოპოზიციას, სადაც დომინანტი „ნაციონალური მოძრაობაა“, შემიძლია, კატეგორიულად გავემიჯნო, იქ ჩვენ არანაირი საქმე არ გვაქვს , - ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარემ ზვიად ძიძიგურმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, გამორიცხავს თუ არა მისი პარტიის გაერთიანებულ ოპოზიციასთან თანამშრომლობას. ძიძიგურს თქმით, მის პარტიასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ფუნდამენტურად განსხვავებული პოლიტიკური გემოვნება აქვს.

 

„გაერთიანებულ ოპოზიციას, სადაც დომინანტი არის „ნაციონალური მოძრაობა“, შემიძლია კატეგორიულად გავემიჯნო და ვთქვა, რომ იქ ჩვენ არანაირი საქმე არ გვაქვს. არც ამ 8 წლის განმავლობაში და არც იმ 9 წლის განმავლობაში მათთან საქმე არ გვქონია. ჩვენ ვართ ფუნდამენტურად შეუთავსებელი პოლიტიკური გემოვნების. აქედან გამომდინარე, გამორიცხულია“, - განაცხადა ძიძიგურმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ