დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

„ვგრძნობდი, რომ გონებას ვკარგავდი - როგორ მიშველა წმინდა გიორგიმ 26 მაისის ღამეს“ 27.05.2020 23:25

რეზო რეხვიაშცილის პოსტი:

 

ორნაირი გაზის გამოშვებისა და რეზინის ტყვიების კანანადის შემდეგ, ყოველი კუთხიდან გამომძვრალი ზონდერებისა და პროსპექტის ორივე მხრიდან ზვავივით წამოსული სპეცრაზმელების მიერ ნაცემ-ნაბეგვს უკან ხელებშეკრულსა და ასფალტზე დაგდებულს, მაინც არ მეშვებოდნენ, მირტყამდნენ და მოკალი მაგის დედაცო, ერთმანეთს ახელებდნენ, ვგრძნობდი უკვე, რომ გონებას ვკარგავდი, მივდიოდი მოკლედ. მთელი დარჩენილი ძალა მოვიკრიფე, ქაშუეთის ეკლესია თვალსაწიერში მოვიქციე და წმინდა გიორგის ტროპარის რამოდენიმეჯერ თქმის შემდეგ, თხოვნით მივმართე მას- უფალთან შენ წარმადგინე და შვილებს ნუ დამიტოვებ უყურადღებოდ- მეთქი. უცებ ვიღაცის ხმა ჩამესმა-რას აკეთებთ, რისთვის კლავთ, გაანებეთ თავიო, ბრძანებლური კილოთი. მერე მკლავზე ხელი წამავლო და პატარა ბალღივით ამიტაცა, (ვინც მიცნობს, არ არის ეგ მთლად იოლი). ფეხზე წამომაყენა და მეუბნება - ნუ გეშინია, ძალის უქონლობა გაზის ბრალია, გაგივლისო. თავისუფლების მოედანმდე ასე მატარა ხელჩაკიდებული, ვინმე სადისტს რომ არ ჩავვარდნოდი ხელში. იქვე პატრულის ეკიპაჟი მონახა, ჩააბარა ჩემი თავი და მკაცრი ტონით უთხრა: ხელი აღარ დააკაროთ, საკმარისზე მეტი მოხვდაო. მერე მომიბრუნდა ისევ და-მთლად სამშვიდობოზე ვერ გაგიყვან, მეც გამიგეო და იქვე მდგომ ზონდერ-ბრიგადაზე მიმითითა (მერე მითხრეს ახალაიას ხალხი ყოფილან) და როგორც უცებ გაჩნდა, ისევე უცებ გაქრა. ბევრი ვეძებე შემდეგ, ვინც კი მყავდა ნაცნობი პოლიციასა და პროკურატურაში, ყველა შევაწუხე, მაგრამ უშედეგოდ.

 

ასე გადამარჩინა ტყვეთა განმანთავისუფლებელმა, დიდება მის სახელს! რაც მთავარია, იმედი, რწმენა და სულიერი მხნეობა ჩამინერგა, რომელიც ძალიან დამეხმარა შემდგომ..აბა გიორგისთან ერთად ვიღასი შემეშინდებოდა. ამას პირველად ვყვები რატომღაც. რატომ არ ვიცი. ალბათ ასე იყო საჭირო. ყველაფერი ღვთის ნებაა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ