დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

„წმიდაო მამაო, მაშ ასეა? მაშ ეშმაკმა იცის, რომ ღმერთი სიყვარულია, რომ ღმერთს უყვარს იგი და ამისდა მიუხედავად, თავისას აგრძელებს?“ 27.05.2020 23:57

 

იოთამ ლიხნელი:

 

- წმიდაო მამაო, მაშ ასეა? მაშ ეშმაკმა იცის, რომ ღმერთი სიყვარულია, რომ ღმერთს უყვარს იგი და ამისდა მიუხედავად, თავისას აგრძელებს?

 

- როგორ არ იცის, მაგრამ განა ამპარტავნება თავის დამდაბლების ნებას მისცემს? და ამის გარდა ის ცბიერიც არის. ახლა მას სურს, მთელი სამყარო დაიპყროს. „თუ მე მეტი მიმდევარი მეყოლება - ამბობს იგი, - მაშინ ღმერთი იძულებული გახდება, დაინდოს ყველა თავისი ქმნილება და მეც მის ამ გეგმაში შევალ“ - ამგვარად სჯის იგი. ამიტომ სურს, რაც შეიძლება მეტი ხალხი მიიმხროს. ხვდებით, საით მიდის იგი?! ჩემს მხარეს იმდენი ადამიანია, რომ ღმერთი იძულებული გახდება, მეც შემიწყალოს!“ - ამბობს იგი. მას სურს, სინანულის გარეშე გადარჩეს. და განა იგივე არ მოიმოქმედა იუდამ? მან იცოდა, რომ ქრისტე გარდაცვლილებს ჯოჯოხეთიდან დაიხსნიდა. „მე ჯოჯოხეთში ქრისტეზე ადრე ჩავალ, რომ სხვებთან ერთად მეც გამათავისუფლოს“. - თქვა მან. ხედავ, როგორი ცბიერებაა?! იმის მაგიერ, რომ ქრისტესთვის შენდობა ეთხოვა, მან ყულფში გაყო თავი, და შეხეთ, უფლის კეთილწიაღობამ მოდრიკა ლეღვის ხე, რომელზედაც იგი ჩამოეკიდა, ხოლო იუდამ, რომელმაც ცოცხლად დარჩენა არ ისურვა, ფეხები აიკეცა, რათა ისინი მიწას არ შეხებოდნენ. და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ არ ეთქვა ერთადერთი სიტყვა - „შემინდე!“ რა საშინელებაა! ასევე ეგოიზმის სათავეს - ეშმაკს არ სურს თქვას - „ვსცოდე!“ მაგრამ მთელი არსებით იბრძვის, რომ, რაც შეიძლება მეტი ხალხი მიიმხროს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ