დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

„აშშ - ჩინეთის სავაჭრო დაპირისპირება გახსნის ახალ ფანჯარას, რომელიც მოგვცემს ახალ შესაძლებლობას - ვაშინგტონი დღეს აღარ წარმოადგენს სანდო პარტნიორს“ 28.05.2020 02:02

ირაკლი ჯანყარაშვილი-ს პოსტი:

 

ევროკავშირის. საგარეო საქმეთა მინისტრი ჟოზე ბორელი: დროა ვიფიქროთ, ევროპის მომავალზე ამერიკის გარეშე და შეგვიძლია ვთქვათ,რომ აზიის ხანა დაიწყო! ბორელმა გერმანელ დიპლომატებთან შეხვედრის დროს ისაუბრა ევროპის მომავალზე და განაცხადა, რომ მას არ სურს ევროპა ამერიკის კოლონიად გადაიქცეს, რომელიც პერიოდულად მიხოხდება ამერიკის მუხლებთან დახმარების სათხოვნელად, იწყება აზიის ხანა და ევროკავშირი მზად უნდა იყოს. ბრიუსელი მზად უნდა იყოს ახალი შესაძლებლობების გამოსაყენებლად, აშშ - ჩინეთის სავაჭრო დაპირისპირება გახსნის ახალ ფანჯარას, რომელიც მოგვცემს ახალ შესაძლებლობას, ვაშინგტონი დღეს აღარ წარმოადგენს სანდო პარტნიორს. წყარო: The Guardian-ი.

 

მთავარი ევროპელი დიპლომატის განცხადებით ანალიტიკოსები უკვე ღიად საუბრობენ ვაშნგტონის ეპოქის დასასრულის შესახებ და აღნიშნავენ,რომ ახალი შესაძლებლობების ხანა აზიიდან იწყება. ბორელის ეს განცხადება ვაშინგტონისთვის გეოპოლიტიკურ ასპარეზზე ''დეზერტირობის'' გამოვლინებაა, ამერიკა ყველაფერს კოლონიური საზომით ზომავს და მისთვის მნიშვნელოვანია,რომ შეინარჩუნოს ამერიკული ჰეგემონია და მისმა სგრატეგიულმა პარტნიორებმა მხარი საუჭიროს ყველა საკვანძო საკითხში. ბორელი წახალისებას ახდენს ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის ახალი სკანდალის, რასაც თან ერთვის ალიანსის ირგვლივ წამოჭრილი დაფინანსების საკითხი ამყველაფერს კი ამერიკულ - ევროპული ურთიერთობები ჩიხში შეყავს. პოსტ პანდემიური ეპოქა რადიკალური ცვლილებების ერაა საერთაშორისო სარბიელზე.

 

და აი ამდროს კი სად ვხედავთ ჩვენს თავს ? ნაცვლად იმისა, რომ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს ავუწყოთ ფეხი ისევ გაცვეთილი ფრაზებით და მეტი ნატოს პრინციპით, მშრალი არაფრის მომცემი დიპლომატიით ვტკეპნით ერთ ადგილს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ