დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

„რესტორნებსა და კაფეებში მთავარი მოთხოვნა დისტანცია და ნიღაბი იქნება - ტრანსპორტშიც ნიღაბი დიდი ხნის განმავლობაში გახდება ჩვენი თანამგზავრი“ 28.05.2020 20:39

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, რესტორნებსა და კაფეებში ჩვეულებრივი მომსახურება იქნება. მისივე თქმით, მთავარი მოთხოვნა, დისტანცია და ნიღაბი იქნება.

 

„მიმტანების აღჭურვილობა და ჩაცმულობა არ იქნება ანალოგი იმისა, როგორც ექიმებს კოვიდიან პაციენტებთან მუშაობა უწევთ. არც იმის საჭიროება არ არის, რომ კერძი დისტანციურად გასტყორცნონ სუფრაზე. მომსახურება იქნება ჩვეულებრივი და ამჟამად არც ორკვირიანი მორიგეობის რეკომენდაცია არ არსებობს. ძალიან სწრაფად იცვლება მსოფლიოში სიტუაცია, იცვლება გამოცდილება, გროვდება გარკვეული მტკიცებულებები, რომელთაც ჩვენ რეკომენდაციებში ვიზიარებთ ხოლმე. თუ რაიმე შეიცვალა, აუცილებლად გაცნობებთ. დისტანცია და ნიღაბი - ეს იქნება მთავარი მოთხოვნა“,-განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

 

„უნდა გადავლახოთ ბარიერი, როდესაც გვერცხვინებოდა და გვეუხერხულებოდა სხვისთვის შენიშვნის მიცემა, მაშინ, როდესაც ვინმეს არ უკეთია, ან შეცდომით უკეთია ნიღაბი. სანქციები ყოველთვის არ არის აუცილებელი. ვსწავლობთ თანაცხოვრებას ვირუსთან ერთად და ნიღაბი დიდი ხნის განმავლობაში გახდება ჩვენი თანამგზავრი“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ