21:17 28.05.2020
დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას - გამოკითხულთა 55%, ამბობს, რომ მხარს „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდა, 12% - „ნაციონალურ მოძრაობას“

საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა უმრავლესობა, კერძოდ კი 55%, ამბობს, რომ მხარს „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდა. 12% მხარს დაუჭერდა „ნაციონალურ მოძრაობას“, 6% - „პატრიოტთა ალიანსს“, 4 % - „ლეიბორისტულ პარტიას“, 4% აქვს ასევე მამუკა ხაზარაძის „ლელოს“, 3% აქვს „ევროპულ საქართველოს“, 1% დემოკრატიული მოძრაობა „ერთიანი საქართველოს“. სხვა - ასეთი პასუხი აქვს 5%-ს, არ გადაუწყვეტია 9%-ს, ხოლო ყველას გადახაზვას აპირებს გამოკითხულთა 1%.

 

კომპანია GORBI-მ კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩაატარა. მონაცემები 15-დან 19 მაისამდე პერიოდს მოიცავს. GORBI-მ 1 090 ზრდასრული ადამიანი სატელეფონო მეთოდით გამოკითხა. დასაშვები ცდომილება +/- 3%-ია.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge