დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

"ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგიერთებს ეშლებათ და ჰგონიათ, რომ 2012 წელს გერმანიის დონის ეკონომიკა დაგვიტოვეს" 29.05.2020 15:51

ახლა რაც შეეხება დემაგოგიურ კითხვას რა გააკეთეთ ეპიდემიასთან ბრძოლისთვის. მეგობრებო, მე მინდა მარტივად კიდევ ერთხელ ავხსნა მოდელი, რომელიც იყო შემდეგი. მოულოდნელი კრიზისის დროს, როდესაც ქვეყანა და გლობალურად მსოფლიო ხვდება მოულოდნელი კრიზისს, რომლის პროგნოზირების საშუალება არ არსებობს და, როდესაც არ არის განჭვრეტადობა პროგნოზის თუ როგორ გაგრძელდება, რა თქმა უნდა ჩვენი მიზანი, პირველ რიგში, იყო დავხმარებოდით მოქალაქეს და აქ ყველამ კარგად უნდა გაითვალისწინოს, ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ამ პროგრამებს, რომ ვკითხულობ ზოგიერთებს ეშლებათ და ჰგონიათ, რომ ჩვენ გერმანიის დონის ეკონომიკა დაგვიტოვეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ინტერპელაციის წესით იმყოფება.

 

მისი თქმით, მასწავლებლის ხელფასი 2012 წელს გახლდათ საშუალოდ 330 ლარი, დღეს 1028 ლარია. აქ ციფრები ყველაფერს ამბობენ.

 

"შინ, როდესაც საქართველოშიო ჯანდაცვაზე ხარჯები ქვეყნის ბიუჯეტში იყო სულ 300 მილიონი  და ადამიანები იმისთვის, რომ საკუთარი ჯანმრთელობისთვის მიეხედათ საცხოვრებელ სახლებს ყიდდნენ. მინდა რამდენიმე მარტივი ციფრი გითხრათ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ 2012 წელს საქართველოში ჯანდაცვის ბიუჯეტი იყო 332 მილიონი, დღეს საქართველოში ჯანდაცვის ბიუჯეტია მილიარდ 76 მილიონი.  შშმ პირთა სოციალური დახმარება გახლდათ 115 მილიონი, დღეს არის 240 მილიონი. პენსიები და კომპენსაციები საქართველოში 2012 წელს იყო 905 მილიონი დღეს არის 2 მილიარდ 267 მილიონი - ეს ბიუჯეტია ბატონო რომან, რაც შეეხება განათლების დაფინანსებას, განათლებაში 2012 წელს ბიუჯეტი გახლდათ 757 მილიონი, დღეს საქართველოს განათლების ბიუჯეტია მილიარდ 800 მილიონი. მასწავლებლის ხელფასი 2012 წელს გახლდათ საშუალოდ 330 ლარი, დღეს 1028 ლარია. აქ ციფრები ყველაფერს ამბობენ", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ