საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში პრემიერ-მინისტრ გახარიას გამოსვლას „საყმაწვილო შამათი“ უწოდა, „რომელიც ჩაუსვა პრემიერ-მინისტრმა მესამეთანრიგოსან ოპოზიციას“. ამის შესახებ კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს. ჩვენ გუშინწინ ვთქვით, რომ ეს იყო მასტერკლასი. დღეს იყო კიდევ უფრო მეტი, ეს იყო, ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, საყმაწვილო შამათი, რომელიც ჩაუსვა პრემიერ-მინისტრმა მესამეთანრიგოსან ოპოზიციას“,- განაცხადა კობახიძემ.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge