დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

კოვიდინფექციის დაფიქსირების გამო, საბურთალოს რაიონში, ერთ-ერთი კორპუსი იზოლაციაში მოაქციეს - ვირუსი შუახნის კაცს აღმოაჩნდა 29.05.2020 22:37

ჩვენიი ნფორმაციით, კოვიდინფექციის დაფიქსირების გამო, საბურთალოს რაიონში, ერთ-ერთი კორპუსი იზოლაციაში მოაქციეს. გასაგები მიზეზით, მისამართს ვერ ვასახელებთ. ​როგორც „პრაიმტაიმს“ უყვებიან, ვირუსი შუახნის კაცს აღმოაჩნდა, რომელსაც უამრავ ადამიანთან ახლო კონტაქტი ჰქონდა. 

კორონავირუსი შუახნის კაცს აღმოაჩნდა, რომელიც ერთ-ერთ საჯარო სამსახურში მუშაობს. დაინფიცირების წყარო მისთვის უცნობია. მან ვირუსი 95 წლის დედას და შვილს გადასდო. ასევე, შეხება ჰქონდა უამრავ ადამიანთან – იყო რამდენიმე მაღაზიაში, აფთიაქში, სამეზობლო წრეში. უბანში ამბობენ, რომ კორპუსი ჩაკეტეს და მეზობლები კარანტინში გადაჰყავთ, რადგან ინფიცირებული კაცის ოჯახის წევრებსაც ბევრ ადამიანთან ჰქონდათ ურთიერთობა“, – გვიყვება ინფორმირებული პირი.

 

„პრაიმტაიმმა“ აღნიშნული ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გადაამოწმა. ამირან გამყრელიძის განმარტებით, კორპუსი იზოლაციაში მოქცეული არ არის, თუმცა, მაცხოვრებლების ლაბორატორიული კვლევა მიმდინარეობს. „გუშინ ერთ-ერთი Covid-დადასტურებულის კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს, რომელიც ხვალაც გაგრძელდება. კორპუსი იზოლაციაში მოქცეული არ არის, აღებულია სინჯები და ლაბორატორიული კვლევა მიმდინარეობს. დამატებითი ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი“, – გვითხრა გამყრელიძემ.

 

დღეისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 746 ადამიანს შეადგენს. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 576, ხოლო გარდაცვლილი 12 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში – 2966, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 250 პაციენტი იმყოფება. რაც შეეხება უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს, მათი რაოდენობა 3-ია.

 

 

 

 

„პრაიმტაიმი“

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ