დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

„პირველად და ისიც ჟურნალისტებისგან მესმის, რომ სადღაც ჩემს დანიშვნას აპირებენ - არ ვიცი არაფერი, არავის უსაუბრია ამ თემაზე“ 30.05.2020 19:18

უკრაინის ეროვნული პოლიციის ყოფილმა უფროსმა, ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ ის არ ემზადება, გახდეს უკრაინის საბაჟო სამსახურის უფროსი. ადრე, ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილს სურს ამ თანამდებობაზე მისი დანიშვნა. მან ამის შესახებ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ისაუბრა: „მე წავიკითხე ეს მედიაში და გულწრფელად ვამბობ, პირველად მესმის. რამდენიმე დღე უკრაინაში ვიყავი. გავლით ვარ, თბილისში მივემგზავრები და ველოდები ჩარტერულ რეისს. აქ გახლდით პირად საქმეებზე. პირველად და ისიც ჟურნალისტებისგან მესმის, რომ რაღაც ხდება და რომ სადმე ჩემს დანიშვნას აპირებენ. არ ვიცი არაფერი, არავის უსაუბრია ამ თემაზე. მე არ მაქვს ასეთი გეგმები“, – თქვა დეკანოიძემ.

 

მისი თქმით, კიევში ყოფნის დროს მას პოლიტიკური შეხვედრები არ ჰქონია. დეკანოიძემ განაცხადა, რომ ახლა ის აქტიურად ემზადება საქართველოში არჩევნებისათვის და ვერ უპასუხა კითხვას, თანახმაა თუ არა უკრაინაში რაიმე თანამდებობის დაკავებაზე. „ახლა ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. მართალი გითხრათ, მე ბედს ვუკავშირებ პოლიტიკასა და საქართველოს. მქონდა პატივი, ვემსახურო საქართველოსა და უკრაინას“, – დასძინა უკრაინის პოლიციის ყოფილმა ხელმძღვანელმა.

 

ინფორმაციას პრაიმ ტაიმი ავრცელებს. 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ