დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

ოკუპირებული აფხაზეთიდან დამწვრობის ცენტრში ექვსი წლის ბავშვი გადმოიყვანეს - მას ზურგსა და კიდურებზე ძლიერი დამწვრობა აქვს მიღებული 30.05.2020 21:39

ოკუპირებული აფხაზეთიდან დამწვრობის ცენტრში ექვსი წლის ბავშვი გადმოიყვანეს. მას ზურგსა და კიდურების უკანა მხარეს ძლიერი დამწვრობა აქვს მიღებული. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, მცირეწლოვანმა დამწვრობა მდუღარე წყლით მიიღო. მისივე ინფორმაციით, ბავშვს უტარდება შესაბამისი მკურნალობა.

 

“ბავშვი ამ წუთას მოთავსებულია დამწვრობის რეანიმაციის განყოფილებაში, მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, საკმაოდ სერიოზული დაზიანებები აქვს. ჩვენი ინფორმაციით, ადუღებული წყლით არის დამწვარი, მას დამწვარი აქვს ქვემო კიდურების უკანა ზედაპირები, გადმოყვანილია საგანგებო სიტუაციების რეანომობილით“, - განაცხადა ქაშიბაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ