22:48 30.05.2020
„ასე იყო ეს ამბავი და ეს მოხდა1988 წლის ოქტომბერში“ - როდის გაჩნდა თბილისში აღმაშენებლის გამზირი

ნიკო ლეკიშვილის პოსტი:

 

რამდენიმე ინფორმაცია წავიკითხე თბილისში დავით აღმაშენებლის გამზირის შესახებ, სადაც შეცდომით წერია 1990 წელს დაერქვა სახელიო. ეს შეცდომაა. 1988 წლის ოქტომბერში ჩვენს მიერ, მაშინდელი ცკ-ს მდივნის ჯ.პატიაშვილის თანხმობით, მიღებული იქნა დადგენილება პლეხანოვის და ჩელუსკინელების გამზირებისთვის დავით აღმაშენებლის და თამარ მეფის გამზირის დარქმევის შესახებ. მაშინვე გაიმართა ამის აღსანიშნავად გრანდიოზული თეატრალური სანახაობა (რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე, დავით აღმაშენებელს ასრულებდა ოთარ მეღვინეთუხუცესი, სპასალარი იყო გ,ფირცხალავა და სხვა ცნობილი მსახიობები. ტექსტი წაიკითხა აკაკი ბაქრაძემ) დაახლოებით 1000-კაციანი ჯარი სათანადოდ ჩაცმული და აღჭურვილი შუბებით და ფარ ხმალით, შემოვიდა დინამოს სტადიონიდან და სოკოს ბაღთან შეჩერდა სპასალარმა ჩამოხსნა საბურველი წარწერას ,,დავით აღმაშენებელის გამზირი". ქუჩაზე გაკრული იყო ტექსტები ,,გალობანი სინანულისადან" ჯარი დაიძრა საბრძოლო სიმღერებით და ივერიის წინ ოთარმა დავით აღმაშენებელმა, ჩამოხსნა საბურველი ქვას, რომელზეც ეწერა ,,აქ აღიმართება დავით აღმაშენებელის ძეგლი". აქვე გაიმართა კონცერტი სუხიშვილების, გუნდების, ჯ.კახიძის ორკესტრის, რუსთაველის და მარჯანიშვილის თეატრების მსახიობთა მონაწილეობით. ასე იყო ეს ამბავი და ეს მოხდა1988 წლის ოქტომბერში.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge