23:35 30.05.2020
„რა გჭირთ, საკუთარი პოსტების გარდა არაფერს კითხულობთ და “მთავარის” გარდა არაფერს უყურებთ?! ეგ ქვეყანა, როგოც ბევრ რამეს, ამ რეგიონის პოლიტიკურ ზონასაც ტოვებს (ატოვებინებენ)“

მერაბ ხაჩიძის პოსტი:

 

მიშა გადაახედეს ერთხელ პარლამენტის შენობის ფანჯრიდან, - დიდი მიტინგი მოგვადგაო და ისტერიკაში ჩავარდნილი კიოდა, - რა დიდი მიტინგი, ხუთასი კაცი არ იქნებაო! არადა, ხუთასი კი არა, ათჯერ ხუთასიც იყო! რომ ვაკვირდები, ბევრი დღეს მიშასავით “იყურება ფანჯრიდან” და ისტერიულად გაჰკივის, რუსეთში არც დამანგრეველი ეკონომიკური და ფინანსური კრიზისია, კორონას პიკმაც გადაიარა, არც ოლიმპიური კომიტეტიდან გაუძევებიათ, არც ნავთობის და გაზის გაყიდვა უჭირს, არც საერთაშორისო სასამართლოებს დაუჯარიმებიათ ასეულობით მილიარდი დოლარით, არც ლიბიაში ამოუხოცავთ მათი ორი სამხედრო ბატალიონი და არც თვრამეტიათასიანი კონტინგენტი გამოუყვანიათ იქიდან, სასწრაფო წესით, არც ბარენცის და ოხოტის ზღვაზე დაშლიგინობენ ამერიკული სამხედრო გემები, არც ხორბლის თესვის პრობლემები შექმნიათ და არც ორიათასამდე შიდა აეროპორტი დაუხურავთ, ისევ და ისევ ფინანსური კრიზისის გამო!


რაც მთავარია, მართალია “სხვისი დახმარებით”, მაგრამ არც საქართველოში ჩამოშლიათ ოცდაათი წლის ნაშენები ორპოლუსიანი პოლიტიკური სისტემა?! რა გჭირთ, საკუთარი პოსტების გარდა არაფერს კითხულობთ და “მთავარის” გარდა არაფერს უყურებთ?! სულ რომ პუტინის სურათი მეკიდოს ლოგინის თავზე, მთავარი ის კი არ არის მე რა მინდა, ანდა, რა არ მინდა; მთავარი რეალობაა! რეალობა, რომ ეგ ქვეყანა, როგოც ბევრ რამეს, ამ რეგიონის პოლიტიკურ ზონასაც ტოვებს (ატოვებინებენ) და მინდა, არ მინდას ძახილის ნაცვლად იმას უნდა ვფიქრობდეთ, გარდაუვალი რეალობის მოლოდინში, სად იქნება და როგორი იქნება ჩვენი ქვეყნის ადგილი, პოლიტიკური წონა და გნებავთ, პრეტენზიაც! ნოემბერიც დადგება და ამ რეალობის შედეგს და იმასაც, რომ მართალს ვამბობ, მაშინ დაინახავთ! ნოსტრადამუსი არა, კვატი! ფაქტებს ჩახედეთ!




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge