დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

„პროტესტის მონაწილეები“ ღობესთან რომ მოახლოებულიყვნენ, მათ ყველაზე ავი ძაღლებით და ყველაზე საშიში იარაღით დახვდებოდნენ, რაც კი მინახავს“ 31.05.2020 00:47

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლთან გამართულ საპროტესტო აქციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

 

„გუშინ ღამით აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა თეთრ სახლთან დიდებული სამუშაო გასწია. ისინი იყვნენ არა მხოლოდ პროფესიონალები, არამედ ძალიან მაგრებიც. მე შიგნით ვიმყოფებოდი და ვხედავდი ყველა ნაბიჯს. ამაზე უსაფრთხოდ ვერ ვიქნებოდი. მათ ნება დართეს „პროტესტის მონაწილეებს“ ხმამაღლა ეყვირათ იმდენი, რამდენიც მოესურვებოდათ, თუმცა როგორც კი ვინმე გამყოფ ხაზს მიუახლოვდებოდა, სწრაფად რეაგირებდნენ. წინა ხაზი საიდუმლო სამსახურის ახალბედა აგენტებით ჩაანაცვლეს. პროფესიულად ორგანიზებულად ბევრი ხალხი შეიკრიბა, თუმცა ღობესთან არავინ მოახლოებულა. ასე რომ ექნათ, მათ ყველაზე ავი ძაღლებით და ყველაზე საშიში იარაღით დახვდებოდნენ, რაც კი მინახავს. სწორედ მაშინ დაშავდებოდა ხალხი სულ მცირე ძალიან მძიმედ. საიდუმლო სამსახურის აგენტები მზად იყვნენ რეაგირებისთვის. როგორც გუშინ იხილეთ, ისინი ძალიან მაგრები და პროფესიონალები არიან. არასდროს დაუშვათ, რომ ეს კონტროლიდან გამოვიდეს. მადლობა!“, – წერს აშშ-ის ლიდერი სოციალურ ქსელში.

 

შეგახსენებთ, რომ თეთრ სახლთან აქცია ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაიმართა. ფერადკანიანი მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია ყოფილი სამართალდამცველი, რომელსაც წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის ბრალდებით აქვს მუხლი წაყენებული.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ