დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

ბრაზილია პანდემიის ახალი ეპიცენტრი ხდება 01.06.2020 12:40

ფრანგულ „ფიგარო“-ში («Le Figaro») გამოქვეყნდა მასალა სათაურით „ბრაზილია პანდემიის ახალი ეპიცენტრი ხდება“, რომელშიც გადმოცემულია ლათინური ამერიკაში, კერძოდ, ბრაზილიაში არსებული სიტუაცია კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით.


როგორც მიშელ ლეკრეკი - გაზეთის საკუთარი კორესპონდენტი რიო-დე-ჟანეიროში - აღნიშნავს, ბრაზილიაში ამ დღეებში დაფიქსირდა მსოფლიოში ყველაზე მეტი დაინფიცირების რაოდენობა - აშშ-ის შემდეგ - დაახლოებით 365 ათასი შემთხვევაა, გარდაიცვალა 22 666 ადამიანი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანზაცია ამ მონაცემების შემდეგ იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ეს ქვეყანა ეპიდემიის ძირითად კერად იქცა.


ბრაზილიაში დაავადების აფეთქებას ხელს უწყობს ბევრი ფაქტორი: პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ ძირითადად მხარს უჭერს ქლოროქინით მკურნალობას და სოციალური იზოლაციის წინააღმდეგია. მან ერთი თვეში ჯანდაცვის ორი მინისტრი გადააყენა, რომლებიც პრეზიდენტს არ დაეთანხმნენ.. მთავრობას არანაირი სტრატეგია არ აქვს შემუშავებული, პრეზიდენტსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის  - გუბერნატორებთან და მერებთან ურთიერთობა დაძაბულია, საავადმყოფოებში არ არის საკმარისი ადგილები, არასაკმარისია პირბადეები... ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობს სიღარიბის მაღალი დონეც.


წყარო: https://www.lefigaro.fr/international/le-bresil-devient-le-nouvel-epicentre-de-la-pandemie-20200525

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ