დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

"ახლა მივდივართ სლოგანით - „ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად“ - ამირან გამყრელიძე 01.06.2020 13:25

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გამო რეგულაციების გამკაცრების საჭიროება ამ ეტაპზე არ არის.

 

როგორც გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ახლა ჩვენ მივდივართ სლოგანით - „ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად“.

 

„დღევანდელი მონაცემებით, მე არ ვფიქრობ ჩვენ ისეთი ძლიერი შემზღუდავი ღონისძიებები დავაწესოთ, როგორიც გვქონდა. ახლა ჩვენ მივდივართ სლოგანით - „ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად“. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ტიპის მატებები შესაძლებელია იყოს. ეს დასაშვებია და ამას თავისუფლად მართავს ჯანდაცვის სისტემა ყოველგვარი ძლიერი შემზღუდავი ღონისძიებების გარეშე“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

ამასთან, გამყრელიძე ამბობს, რომ დღევანდელი მოცემულობით, არც არდადეგების გახანგრძლიოვების, ან სასწავლო პროცესის გადადების აუცილებლობაა.

 

„დღევანდელი მოცემულობით ამის საშიშროება არ არის. სასწავლო პროცესი რომ არ აღდგეს სექტემბერში, ამის აუცილებლობა არ არის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ