00:10 03.06.2020
„კიდევ გაქვთ კითხვები, ვინ და რამ გამოიწვია ავადსახსენებელი კოჰაბიტაცია, რომლის გამოც "ქართულ ოცნებას" რვა წლის განმავლობაში მოსახლეობისგან რისხვა ატყდება თავს?!“

გელა მამუკაშვილის პოსტი:

 

აშშ-ში ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებმა ჩვენთვის საგულისხმო და დღესაც აქტუალურ არაერთ საკითხს გასცა პასუხი. ოთხი წელი სრულდება დონალდ ტრამპის ქვეყნის პრეზიდენტად არჩევიდან და ახლა დავინახეთ, თუ რეალურად რა დონეზე ჰქონია ფესვები გადგმული ნეოლიბერალი გლობალისტების სეგმენტს არა მარტო კონგრესში, არამედ თითქმის ყველა სტრუქტურაში--ადმინისტრაციაში, უშიშროების საბჭოში, სამართალდამცავ და სასამართლო სისტემაში, შტატების ადმინისტრაციებში. ჩემის მხრივ დავამატებ, რომ საელჩოებშიც ანალოგიური ვითარება იკვეთება. აღმოჩნდა(უფრო სწორად, ჩვენ დავინახეთ), რომ აშშ-ის ხელისუფლების პრაქტიკულად ყველა სახელისუფლებო დანაყოფში იყვნენ და არიან საბოტაჟისტები. მეტიც-- პირდაპირი მინიშნებებია, რომ უშიშროების საბჭოს მდივანი რუსეთის დაკვეთებს ემსახურება, გუბერნატორები არ ასრულებენ საკუთარ მოვალეობას და წესრიგის აღდგენის ნაცვლად ხელს უწყობენ მასობრივი არეულობების გაღვივებას, სამართალდამცავ ორგანოებშიც მყარად ჰქონიათ ფესვები გადგმული მოლიბერალო ელემენტებს, რომლებიც ვითარების დაძაბვას განზრახ უწყობენ ხელს... ბეწვის ხიდზე მოუწევს გავლა პრეზიდენტ ტრამპს! უპ. ყოვლისა, მისი მოვალეობაა წესრიგის აღდგენა. ამდენი მოღალატე-აგენტ-საბოტაჟნიკის გადამკიდე ეს ძალიან რთული იქნება. ეს ადამიანები არც იმას მოერიდებიან, რომ წესრიგის აღდგენას მაქსიმალური მსხვერპლი მოჰყვეს და ეს ყველაფერი ტრამპს მიეწეროს. შემდგომი ეტაპი აგენტ-საბოტაჟისტებისგან სტრუქტურების გაწმენდაა, რაც უფრო რთული პროცესი იქნება, ვიდრე პირველი.

 

აშშ არ არის თურქეთი, ეს საქმე ერდოღანის სტილში რომ გააკეთო, ამას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვება და "უტყუარი მტკიცებულებების" მოთხოვნის ფონზე არის საშიშროება, რომ დონალდ ტრამპს-- ნამდვილ დემოკრატს, პატრიოტს, მოაზროვნე ჰუმანისტსა და ჭეშმარიტი საკაცობრიო ღირებულებების დაცვის ავანგარდში მყოფ კაცს "დიქტატორის" იარლიყი მიაწებონ. მგონი, გეცნოთ სურათი და ხელწერა ჩვენი ქვეყნის მაგალითზე. ასე მოხდა 30 წლის წინ, როდესაც უდიდეს ჰუმანისტს, საკაცობრიო მნიშვნელობის მქონე ნაწარმოების--"დილემა კაცობრიობის წინაშე" ავტორს, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დიქტატორის იარლიყი მიაწებეს, კრიმინალი ავატურისტების და ჩანერგილი აგენტურის ხელით ჩამოაგდეს და სადღაც უსიერ ტყეებში მუხანათურად მოკლეს. ვინმე იტყვის, რომ ამ ბინძური სცენარის გათამაშება არ სურთ დღევანდელ საქართველოში?! სხვა რას მოასწავებდა "გავრილოვის ღამე" და ამის შემდეგ გააქტიურებული მოსყიდული თავგასული "შპანას" საქციელი?! ცოტა ხნის წინ წამოსული წერილების კასკადიც ზუსტად ჯდება ამ გეგმის კონტექსტში და ვისაც ენა კიდევ უბრუნდება სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოცემული შეწყალების აქტის გამო მის სალანძღავად და მითუმეტეს, გასაკიცხად, ის ან გონებასუსტია, ან შეგნებულად პროვოკატორობს. და ბოლოს, კიდევ გაქვთ კითხვები, თუ ვინ და რამ გამოიწვია ავადსახსენებელი კოჰაბიტაცია, რომლის გამოც "ქართულ ოცნებას" რვა წლის განმავლობაში მოსახლეობისგან სრულიად გასაგები, მაგრამ დიდწილად უსამართლო რისხვა ატყდება თავს?! მ ს ო ფ ლ ი ო ს ყ ვ ე ლ ა ზ ე მ ძ ლ ა ვ რ ი ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს უ პ რ ი ნ ც ი პ უ ლ ე ს მ ა პ რ ე ზ ი დ ე ნ ტ მ ა, რომელსაც კანონით მინიჭებული აქვს განუსაზღვრელი უფლებები, ოთხი წლის განმავლობაში ა ს ე ვ ე თ ა ვ ს მ ო ხ ვ ე უ ლ ი კ ო ჰ ა ბ ი ტ ა ც ი ი ს პირობებში ვერ მოახერხა მყარად ფესვგადგმული საბოტაჟისტების და ჩანერგილი შპიონების ზემოქმედების დაძლევა, რის შედეგებსაც დღეს იმკის. რაოდენი ძალისხმევა დასჭირდება ტრამპს ამ ურთულეს საქმეში, როგორი წნეხის გავლა მოუწევს(თუ დასცალდა), ხომ წარმოგიდგენიათ?! ყოველივე აღნიშნულის ფონზე ძნელი აღარ არის იმის გააზრება და გაცნობიერება, თუ რა დოზის წინააღმდეგობების დაძლევა, ურთულესი ბარიერების გადალახვა უწევდა და უწევს "ქართული ოცნების" ხელისუფლებას?! ერთხელ თქვა კიდეც ბატონმა ბიძინამ, "ყოველდღიურად ბეწვის ხიდზე გვიწევს გავლაო". ამ ფონზე მართლაც გასაოცარია ის მიღწევები, რაც მმართველმა ძალამ ბოლო 8 წლის განმავლობაში მოახერხა. კოვიდპანდემიასთან ბრძოლის შედეგად უპრეცედენტო წარმატების თაობაზე აღარაფერს დავწერ. ძნელი აღარ არის იმის გააზრება, თუ რატომ არის დღეს ყველაზე აქტუალური, ჭეშმარიტად მამულიშვილური საქმე ყველა შეგნებული და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანის მხრიდან სწორედ "ქართულ ოცნების" მხარში დადგომა.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge