00:37 03.06.2020
არასრულწლოვანი დედა, რომელმაც ახალშობილი მე-6 სართულის ფანჯრიდან გადააგდო, დააკავეს

არასრულწლოვანი დედის ოჯახი, რომელმაც ბავშვი, სავარაუდოდ, თავიდან მოშორების მიზნით მე-6 სართულის ფანჯრიდან გადააგდო, სახლში იმყოფებოდა. ჩვილი ბავშვის ცხედარი გლდანულაში მეეზოვე ქალმა იპოვა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ბავშვი ამ დროს ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მეზობლების ინფორმაციით, 17 წლის გოგონა ორსულობას მალავდა. მან სახლის პირობებში იმშობიარა. ახალშობილი კი თავიდან მოსაშორებლად ფანჯრიდან ქუჩაში გადააგდო. ადგილზე კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. თვითმხილველების მტკიცებით, ბავშვის ცხედარი სამართალდამცველებმა პოლიეთილენის პარკში გაახვიეს და სანაგვე ურნაში გადააგდეს.

 

არასრულწლოვანი დედა მალევე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


 


წყარო: mcm.ge




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge