დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

"ჯორჯ ფლოიდის მხეცური მკვლელობა არა რასობრივ, არამედ სწორედ „ზედმეტ ადამიანებთან“ სისტემის დამოკიდებულების გამომხატველია" 03.06.2020 12:50

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:


"როგორც ჩანს, აშშ-ში ‘ზედმეტი ადამიანების“ სტიქიურ ბუნტთან გვაქვს საქმე, რომელზეც შესაბამისი რეაქცია აქვს, ისედაც საკმაოზე მეტად პოლარიზებულ ორ პოლუსიან პოლიტიკურ სისტემას. მთავრი ის არის, რომ არც რესპუბლიკელებს და არც დემოკრატებს ამ ზედმეტი ადამიანებისთვის რაიმე ადექვატური პასუხი არა აქვთ და სისტემური თვალსაზრისით არ შეუძლიათ , გარდა უზურნველყოფილი იზოლაციისა, მათ რაიმე არსებითი შესთავაზონ.


ბუნებრივია, პანდემიის პირობებში "ზემეტი ადამიანების“ უადგილობის პრობლემა კიდევ უფრო მეტად, კრიტიკულობამდე გამწვავდა, ისინი უფრო მეტად იზოლირებულნი აღმოჩნდნენ და მათი სოციალური იდენტობა უფრო მკაფიო გახდა;


ასევე ნათელია, რომ ჯორჯ ფლოიდის მხეცური მკვლელობა არა რასობრივ, არამედ სწორედ „ზედმეტ ადამიანებთან“ სისტემის დამოკიდებულების გამომხატველია; ჯორჯ ფლოიდი იმიტომ კი არ მოკლეს, რომ იგი შავკანიანია, არამედ იმიტომ, რომ მას არავითარი კუთვნილი ადგილი, როგორც მოსიარულე პრობლემას, რომლის გადაწყვეტა შეუძლებელია და ამიტომაც უნდა იზოლირდეს, არ გააჩნდა ამერიკის დღევანდელ რეალობაში; ის არ ყოფილა არც რასიზმის გამო დაჩაგრული საცოდავი ზანგი, არც უფლებებისგან სრულიად განძარცვული და ისევე, როგორც ეს ძველ რომში იყო, სამართლით აბსოლუტურად დაუცველი „ჰომო საკერი“, არამედ გაცილებით უარესი: იყო ადამიანი-პრობლემა, რომლისთვისაც სისტემას მხოლოდ „თუ შეგიძლია აჭამე, მაგრამ აუცილებლად დაამწყვდიე!“ , ადგილი ჰქონდა მიჩენილი.


პოლიციელი, რომელმაც იგი მხეცურად მოკლა, დარწმუნებული იყო, რომ დადგენილი პროტოკოლის მიხედვით იქცეოდა: ფიზიკურად მძლავრი პოტენციური დამნაშავის მიმართ გამოიყენა დაკავების ის სტანდარტული მოდელი, რასაც, ჩვეულებრივ, ასეთ დროს იყენებენ ხოლმე; ეს არ ყოფილა რაიმე გამორჩეული სისასტიკე და არაადამიანურობაც სწორედ ეს არის - სისტემის უნივერსალური, განურჩეველი დაუნდობლობა მსგავსი ზედმეტი ადამიანების მიმართ; პოლიციელი ავტომატურად იქცეოდა - დაკავებულს ბორკილები დაადო, წააქცია და ვიდრე მას სპეციალური ეკიპაჟით გადაიყვანდნენ, კისერზე წიხლს აჭერდა, რადგან ასეთია წესი: ფიზიკურად უნდა გააკავო შენზე ღონიერი სუბიექტი, რათა მისგან მოსალოდნელი პრობლემა იზოლირდეს. უდავოდ მხეცობაა - ფლოიდი ევედრებოდა, „ვერ ვსუნთქავო“, ხოლო პოლიციელი ამას არ ისმენდა, რადგან ფლოიდი მისთვის ადამიანი კი არა, არამედ იზოლაციაში მოსაქცევ პრობლემას წარმოადგენდა და მას, სისტემის კანონიერი წარმომადგენელი და აღმსრულებელი, ადამიანივით ვერ მოექცეოდა.


ის, რომ ამას მოჰყვა სტიქიური ბუნტი ყოველგვარი პოლიტიკური მიზნის გარეშე, ნიშანდობლივია. ზედმეტი ადამიანები იმიტომაც არიან ზედმეტი ადამიანები, რომ სისტემას მათთვის არც არაფერი აქვთ შესათავაზებელი და პირიქითაც ასეა: არც ამ ადამიანებს აქვთ უნარი სისტემას რაიმე შესთავაზონ უკეთესობისთვის. მხოლოდ აბსოლუტური დესტრუქცია - არა მხოლოდ სისტემა, არამედ სამყაროც, უნდა დაინგრეს!


ცხადია, სისტემა ასე არც დაინგრევა და არც შეიცვლება. ზედმეტი ადამიანები ასევე ზედმეტებად დარჩებიან. ხოლო ვინ ნახავს აქედან მეტ „პოლიტიკურ სარგებელს“ - დემოკრატები თუ რესპუბლიკელები, ამას არჩევნები გვიჩვენებს. ცხადია, ტრამპს მეტი შანსი აქვს - რადგან ამ ბუნტის შემდეგ წესრიგზე უფრო მეტი საზოგადოებრივი მოთხოვნა და დაკვეთა იქნება, ვიდრე „ლიბერალისტურ“ თუ „ლიბერასტულ“ ე.წ. თავისუფლებაზე.


დემოკრატიის ეგზისტენციური კრიზისი, რაც ამ პანდემიის დროს უფრო გამჟღავნდა, ზედმეტი ადამიანების საკითხია. მათთვის უფლებების მიცემა, ისე, როცა ამ უფლებების რეალიზაცია შეუძლებელია, შესაძლებლობების არ არსებობის გამო, წესრიგს ანგრევს. არის თუ არა რაიმე სისტემური გამოსავალი? არის, თუკი ზედმეტი ადამიანებისთვის რაიმე ახალ მითს მოიფიქრებენ, რათა მათ ეგონოთ, თითქოს რაიმე მნიშვნელოვანს წარმოადგენენ. ოღონდ, „რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლა“ ასეთ მითად ვერ გამოდგება, რადგან ამ მითმა დიდი ხანია თავის დრო მოჭამა,"- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ