13:31 03.06.2020
ტრამპი და პუტინი „დიდ შვიდეულში“ რუსეთის მონაწილეობის საკითხს იხილავენ, მაგრამ მოკავშირეები ფრთხილობენ

როგორც „ნიუ-იორკ თაიმსი“ («The New york Times») იტყობინება სტატიაში სათაურით „ტრამპი და პუტინი „დიდ შვიდეულში“ რუსეთის მონაწილეობის საკითხს იხილავენ, მაგრამ მოკავშირეები ფრთხილობენ“, ორშაბათს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს - ანუ ორი დღის შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა - ვფიქრობ, ვლადიმერ პუტინი „დიდი შვიდეულის“ სამიტში მონაწილეობისთვის მივიწვიო, რომელიც აშშ-ში სექტემბერში გაიმართებაო“. ეს საუბარი ორ ლიდერს შორის პირადი დიპლომატიის განახლებას ნიშნავს, პირველად მიმდინარე წელს“.

 

მაგრამ იმავე დრესვე, ჯურნალისტების წინაშე გამოსვლისას, ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ლონდონი ვაშინგტონის ჩანაფიქრის წინააღმდეგ გამოდის: „რუსეთი არ ცვლის თავის პოლიტიკას, ანუ „დიდ შვიდეულში“ მოსკოვის ადგილი არ არის“. კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდოც დაეთანხმა თავისი ბრიტანელი კოლეგის განცხადებას, „მაგრამ არცერთ მათგანს არ უთქვამს ის, რომ თუ ვლადიმერ პუტინი სამიტში მონაწილეობას მაინც მიიღებს, თვითონ თუ გამოაცხადებენ ბოიკოტს და აშშ-ის პრეზიდენტის მიწვევას უარყოფენ“, - წერს „ნიუ-იორკ ტაიმსი“.

 

დამკვირვებლების აზრით, დონალდ ტრამპის განცხადება ერთგვარი ფანდია, რომელიც მას ადრეც გამოუყენებია სხვადასხვა პრობლემებისაგან ყურადღების გადატანის მიზნით. როგორც ენდრიუ ვაისი - კარნეგის ფონდის წარმომადგენელი ამბობს, არიან პრობლემები, რომელთა მიმართ აშშ-ისა და მის მოკავშირეთა პოზიციები ერთმანეთისაგან აბსოლუტურად განსხვავდებიან, მაგალითად, კლიმატის ცვლილება, ირანთან დამოკიდებულება და ა.შ.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.nytimes.com/2020/06/01/us/politics/trump-putin-g7.html




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge