დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

''ერთი ქალი, სახელად ნუნე, დევნილ და გაფანტულ წმიდა რიფსიმიანთა ამხანაგთაგანი, ილტვოდა და მიაღწია ქართლის ქვეყანას, მათ დედაქალაქს, მცხეთას'' 03.06.2020 23:46

არქიმანდრიტი ანთიმოზი (ბიჩინაშვილი):

 

ნაცარქექიამ იმდენი ქექა ნაცარი, დევი დაამარცხა. ბერძნულ-რომაული და სომხური წყაროები ჩვენს შესახებ, თუ რანი ვიყავით.


''იმავე ხანებში ღმრთის მცნება მიიღეს პონტოს გასწვრივ მიწა-წყალზე მცხოვრებმა იბერებმა და ლაზებმა (კოლხეთი)''- გელასი კესარიელი.
''იბერთა ტომმა პონტოს მხარეში მიიღო ღვთის კანონები და ტყვე ქალი(ნინო)''- რუფინუსი
''ვინ არის ღმერთი, რომელსაც შენ თაყვანს სცემო, როდესაც ტყვე ქალი(ნინო) პირისპირ ეახლა იბერთა მეფეს (მირიანი)''-სოკრატე.
''იბერები კი ამავე დროს ჭემარიტებისკენ ქალმა(ნინო) წარმართა''-თეოდორეტოს კვირელი.
''თუ როგორ მიიღეს იბერებმა ქრისტეს სარწმუნოება. ზემოთ მოხსენებული განგებლობის ხანაში(კონსტანტინე დიდი), როგორც გადმოგვცემენ, აღიარეს ქრისტე იბერებმა. ეს არის ბარბაროსული ტომი, ღირსეული და ფრიად მებრძოლი. ცხოვრობს არმენიელთა გაღმა, ჩრდილოეთით.''- ჰერმიას სოძემონოსი.
''პონტოს გასწვრივ მცხოვრებმა იბერებმა და ლაზებმა მიიღეს ღვთის მცნება''-გელასი კვიზიკელი
ცნობა, რომ ''იბერები და ლაზები განანათლა წმიდა ნინომ'' გელასი კესარიელს გადასცა ბაკურიმ (ივ.ჯავახიშვილი).


აქ მოყვანილი ჟამისამღწერლები მოღვაწეობდნენ მეოთხე მეხუთე საუკუნეებში.
''ერთი ქალი, სახელად ნუნე, დევნილ და გაფანტულ წმიდა რიფსიმიანთა ამხანაგთაგანი, ილტვოდა და მიაღწია ქართლის ქვეყანას, მათ დედაქალაქს, მცხეთას''- მოვსეს ჰორენაცი
მოვსეს ჰორენაცი სომეხთა ჰეროდოტედ წოდებულის ''სომხეთის ისტორია'' მიძღვნილი საჰაკ ბაგრატუნს, სომხები მეხუთე საუკუნის ისტორიკოსად მოიხსენიებენ. მეცნიერული ძიების შემდეგ, მეცნიერ-ისტორიკოსებმა დაამტკიცეს, ნაწარმოები დაიწერა მეცხრე საუკუნეში.აქ,ერთი ისეთი ლაფსუსია, რომ მეცნიერული მტკიცება უკვე ზედმეტია)))) მეხუთე საუკუნეში მოღვაწე ისტორიკოსი ქართლის ქვეყანას ვერაფრით მოიხსენებდა. მეცხრე საუკუნეში კი ბატონო, იბერიის ქართლიზაცია უკვე დაწყებული იყო, რომელიც ლეონტი მროველმა დააგვირგვინა ჰაოს-ქართლოსით.(((

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ