დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"პრემიერ-მინისტრი არსად წასვლას არ აპირებს" - ეკატერინე ტიკარაძე 04.06.2020 12:23

მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ პრემიერ-მინისტრი არსად წასვლას არ აპირებს, - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც გიორგი გახარია პრემიერის პოსტიდან გადადგომას გეგმავს.

 

„მე მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ პრემიერ-მინისტრი არსად წასვლას არ აპირებს. ეს გამოხმაურება სავარაუდოდ, გამოწვეული იყო სწორედ იმ ეფექტური მართვიდან გამომდინარე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა აჩვენა პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში”, - განაცხადა ტიკარაძემ.

 

ცნობისთვის, მედიასაშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომას აპირებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ