დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

"მოსახლეობის მეხუთედი პანდემიის მიმართ მაღალი ან საშუალო რისკის მატარებელად შეიძლება ჩაითვალოს"- მთავრობის ანგარიში 04.06.2020 15:48

საქართველოს მოსახლეობა (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა), ბოლო აღწერის მონაცემებით, 3 716 858 ადამიანს შეადგენს, საიდანაც 20.5%, 762 621 პირი საპენსიო ასაკისაა. შესაბამისად, ქვეყნის მოსახლეობის მეხუთედი “კოვიდ 19”-ის პანდემიის მიმართ მაღალი ან საშუალო რისკის მატარებელად შეიძლება ჩაითვალოს, - ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი.

 

მათივე თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვის პროცესში მნიშვნელოვანია ქვეყნის მოსახლეობის სტრუქტურის ანალიზი.


"გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ COVID-19-ის მთავარი რისკ-ფაქტორების ოთხი ძირითადი ქრონიკული დაავადების მაჩვენებელი ქვეყანაში საკმაოდ მაღალია - 80%, აქედან: გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე არის 40%, ქრონიკული რესპირაციული დაავადებების მქონე -22%,სიმსივნეებით დასნებოვნებული - 15%, ხოლო დიაბეტით - 3%," - ნათქვამია ანგარიშში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ