დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

„თუ არჩევნების შედეგები „გორბის“ გამოკითხვის მსგავსი იქნა, არ არის გამორიცხული, მომავალი პოლიტიკური კონიუნქტურა გახარიასა და ივანიშვილს შორის ჯანსაღმა კონკურენციამაც განაპირობოს“ 04.06.2020 23:06

დავით ზარდიაშვილის ბლოგი:

 

მთავარი არხის მიერ აბსოლუტურად ხელოვნურად გაღვივებული თემა პრემიერ გახარიას „გადადგომის“ თაობაზე, ობიექტურად მიუთითებს, რომ პოლიტიკურ სივრცეში ნაცების ბანაკისთვის ადგილი კრიტიკულად ვიწროვდება; ბუნებრივია, რევანშიზმით დაბრმავებული ნაცებიცა და მათი რუპორი „მთავარი არხიც“, მაინც ტანითა გრძნობენ, რომ გახარია დღეს ქართული პოლიტიკის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია და მას უკვე ბიძინა ივანიშვილის თანაზომიერი პოლიტიკური კაპიტალი გააჩნია; თეორიული დაშვებით, თუკი ქართველ პოლიტიკოსთა პოლიტიკურ წონას, მათ პოლიტიკურ კაპიტალს, არსებული კონიუნქტურისგან განყენებულად შევაფასებთ, შეგვიძლია ასეც წარმოვიდგინოთ: ერთადერთი ფიგურა, ვისაც შეუძლია ბიძინა ივანიშვილს ღირსეული კონკურენცია (კარგი გაგებით!) გაუწიოს, მართლაცდა - სწორედ გახარიაა; თუმცა აშკარაა: არც თეორიულად და არც პრაქტიკულად, უახლოეს პერიოდში, მით უმეტეს - ამ არცევნებამდე, სანამ პოლიტიკური კონიუნქტურა რადიკალურად არ შეიცვლება, გახარია და ივანიშვილი, ბუნებრივია, ერთ ბანაკში იქნებიან და ამ თვალსაზრისით მათ ერთობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება;

 

არსებულ პოლიტიკურ კონიუნქტურას, რაც პარტია „ქართული ოცნების“ მყარ ერთობას და მაშასადამე, როგორც გახარიას, ისე ივანიშვილის დღევანდელი პოზიციების ურყევობას უზურუნველყოფს, ორი არსებითი გარემოება განაპირობებს:

 

1) საუბედუროდ, წამყვანი ოპოზიციური ბანაკი კვლავაც ნაცები არიან; 2) მეორეს მხრივ, ნაცების მიერ ხელისუფლების დაბრუნება ის წითელი ხაზია, რაც ქართულ პოლიტიკაში „კატეგორიული იმპერატივის“ მნიშვნელობის მქონე გადაულახავ ბარიერს აღნიშნავს; ნებისმიერ გარემოებაში და რა გინდ თეორიული თუ პრაქტიკული წანამძღვრების არსებობისას, ამ "კატეგორიული იმპერატივით" აკრძალულია და დარწმუნებული ვარ, ქართველი ერი ნაცების ხელისუფლებაში დაბრუნებას არც არასდროს დაუშვებს;

 

ნაცების მიერ გახარიას, როგორც ივანიშვილის მთავარი კონკურენტის თემის გაღვივება, ცხადია, დღეს „ქართულ ოცნებაზე“ დივერსიული საინფორმაციო შეტევაა, მაგრამ სწორედ ეს მიანიშნებს, რომ თავად ნაცებიც აცნობიერებენ - ზემოთ ნახსენები პოლიტიკური კონიუნქტურა შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს არჩევნების შემდგომ და ოპოზიციაშიც აღარ დარჩეს მათი ადგილი: თუ არჩევნების შედეგები „გორბის“ გამოკითხვის მსგავსი იქნა, რისი უდიდესი ალბათობაც არსებობს, არ არის გამორიცხული, რომ მომავალი პოლიტიკური კონიუნქტურა სწორედ გახარიასა და ივანიშვილს შორის ჯანსაღმა კონკურენციამაც განაპირობოს. ნაცები, როგორც დესტრუქციული ძალა, თუ ასპარეზს გაეცლებიან, მაშინ, პარტიულ-პოლიტიკური სისტემა უკვე კონსტრუქციულ შეჯიბრს დაემყარება. ცხადია, ჯერ ადრეა ასეთი პროგნოზების გაკეთება, თუმცა ამ არჩევნების ძირითადი მიზანი, ეროვნული ზე-ამოცანა სწორედ ეს უნდა იყოს: ნაცების დასრულება! ნიშანდობლივია ისიც, რომ ყველა ის ბინძური ძალა, ვისთვისაც არც ზნეობრივი „კატეგორიული იმპერატივი“ და საერთოდ, არავითარი მყარი პოლიტიკური ორიენტირი, რასაც არ უღალატებდა, გარდა სანაგვის ზედაპირზე მუდმივად ტივტივისა, არ არსებობს, ნაცების გარშემო „შუა გაკრეფვის“ პრინციპით თავადვე გროვდება. მოვიდა დრო, ეს ნაგავი ერთხელ და სამუდამოდ ჩაირეცხოს და დასრულდეს!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ