დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"ლუგარის ლაბორატორია საქართველოში ხელსაყრელი პლატფორმაა ურთიერთსაყვედურებისა და ანგარიშსწორებისთვის აშშ-სა და ჩინეთს, აშშ-სა და რუსეთს შორის" 05.06.2020 13:01

ლალი კიკნაველიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

"ისევ ლუგარის ლაბორატორიაზე. სად არის ძაღლის თავი დამარხ ული.


სააგენტო “საქინფორმის” მთ. რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა ჯერ კიდევ 4 მაისს განაცხადა თამამად, რომ “ლუგარის ლაბორატორიის” ნაქები “ლომები” იმნაძე-გამყრელიძე მწარედ შეცდნენ და მაისის თვე ვერ გახდებოდა კორონავირუსის პიკი საქართველოში. ახლა, როცა მაისი გავიდა, ხიდირბეგიშვილის ეს განცხადება ასი პროცენტით დადასტურდა.


4 მაისს არნო ხიდირბეგიშვილმა “ნიუსფრონტის” რუსულ რედაქციასთან საუბარში სხვა საინტერესო გარემოებებზეც გაამახვილა ყურადღება. მცირედი შემოკლებით გთავაზობთ ამ საუბრის შინაარსს:


“ამერიკის ელჩი კითხვებსაც კი ძალზე მტკივნეულად აღიქვამს ლუგარის ლაბორატორიისა და მისი ”მაღალპროფესიონალი ქართველი ხელმძღვანელობის” მისამართით, ვისი მადლიერიც, თურმე, კუბოს კარამდე უნდა ვიყოთ გადარჩენისთვის! ამიტომ არ შემიძლია დღეს არ შევახსენო ქალბატონ კელი დეგნანს, რომ სწორედ ლაბორატორიის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე – გამყრელიძე და იმნაძე – ატყუებდნენ მოსახლეობას, ჰპირდებოდნენ ყველაზე რთულ კვირებს და ეპიდემიის მწვერვალს მაისის დასაწყისიდან, რომელიც, ამ “პროფესიონალების” თქმით, ივნისამდე უნდა გაგრძელებულიყო!


განა იგივე ლუგარელები ყოველდღიურად რამდენჯერმე არ გვიყვიროდნენ ტელეეკრანებიდან – აქაოდა, თუ გინდათ ცოცხალი დარჩეთ, არ წახვიდეთ ეკლესიაში, განსაკუთრებით აღდგომას?! ჰოდა, აბა სად არის ეს საეკლესიო კლასტერი, სად არის ეს ათასობით კუბო?! ორ კვირაზე მეტი გავიდა და არც ერთი იმ ათასობით მრევლიდან, რომლებიც 10 საათის განმავლობაში იდგნენ ეკლესიებში სააღდგომო ლიტურგიაზე, ავად არ გამხდარა! მადლობა ღმერთს, და ასევე, არც ერთი სასულიერო პირი, თუმცა ლუგარის ლოგიკის თანახმად, ყველაფერი მათ წინააღმდეგ იყო! მაგრამ გაიმარჯვა იესომ, მართლმადიდებლურმა მრწამსმა, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ და მისმა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, რომელმაც, ხელისუფლებისა და აშშ-ის საელჩოს მხრიდან უზარმაზარი ზეწოლის მიუხედავად, კატეგორიული უარი თქვა ტაძრების დახურვაზე ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას!


ლუგარის ლაბორატორია საქართველოში ხელსაყრელი პლატფორმაა ურთიერთსაყვედურებისა და ანგარიშსწორებისთვის აშშ-სა და ჩინეთს, აშშ-სა და რუსეთს შორის! ნახეთ: აშშ საყვედურობს ჩინეთს, რომ კორონავირუსი უჰანის ბიოლაბორატორიაში შეიქმნა – ჩინეთი მიუთითებს აშშ-ს ლუგარის ბიოლაბორატორიაზე საქართველოში; აშშ რუსეთს ადანაშაულებს კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ ფაქტების დამალვაში – რუსეთი პასუხობს განცხადებით მის საზღვრებთან ლუგარის ბიოლაბორატორიის არსებობის შესახებ!


/…/ საქართველოში ამერიკელებმა

--'----'-----------'---'------

საგანგებოდ არ დაუშვეს

------------'---'---'-------------'

კორონავირუსის პანდემია, რათა

-----------'---'--------'----------'

ამაში ლუგარის ლაბორატორია

-----------'-----------'----------------

არ დაედანაშაულებინათ!

--------'----------------------------

ლაბორატორიის საქმიანობა ხომ დღესაც საიდუმლოებით არის მოცული, როგორც ლაბორატორიის შენობის თავზე ცისარტყელის ყველა ფერის კვამლი, პერიოდულად რომ აშინებს ალექსეევკისა და ვარკეთილის მცხოვრებლებს! და იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს კვამლი გავაქროთ, აუცილებელია, პირველ რიგში, ვაღიაროთ, რომ ლუგარის ლაბორატორიას ჰყავს პოლიტიკური, და არა პროფილური ხელმძღვანელობა – გამყრელიძე და იმნაძე, უბრალოდ, “ზამპოლიტები“ არიან, ოღონდ – ამერიკელების, და არ რუსი „ზამპოლიტები“!


მეორეც, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. ლუგარის ბიოლაბორატორია, რეფერენს-ლაბორატორია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევის ცენტრი – ეს ყველაფერი არის შირმა, რომლითაც სპეციალურად გვაბრიყვებენ! საჭიროა მკაფიო პასუხი – რამდენი ლაბორატორია მუშაობს ალექსეევში ერთ ჭერქვეშ, უწინდებურად არის თუ არა მათ შორის აშშ-ის სახმელეთო ჯარების ლაბორატორია, რატომ აქვს ამ ლაბორატორიებს დაცვის განსხვავებული დონე და რას საქმიანობენ ისინი. მორჩა! დასრულდება ყველა ინსინუაცია და ქალბატონ ზახაროვის მოუწევს ბოდიშის მოხდა და “კალინკას” ცეკვა!


არსებობს მეორე ვარიანტიც – ნუ გააკეთებენ ამას – განაცხადონ, რომ ეს არის სრულიად საიდუმლო ინფორმაცია და განსაკუთრებით აბეზრები შორს გააგზავნონ… არა, აწ გარდაცვლილ ლუგართან არა, არამედ მის ცოცხალ მეგობართან – სააკაშვილთან, რომელმაც ყველაფერი იცის მის მიერ აშენებული ლაბორატორიის შესახებ!“.


ანდრო ხიდერბეგიშვილი" - წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ