დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

„ჩვენ გვაქვს ტრანსპორტირებისთვის მომზადებული ორი მილიონი ვაქცინა და ამ პროცესს დავიწყებთ, თუ ეს ვაქცინა უსაფრთხოების შემოწმებას გაივლის" 05.06.2020 20:07

უახლოეს დღეებში კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით პოზიტიური სიურპრიზი გახდება ცნობილი , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა. „გუშინ მქონდა შეხვედრა ვაქცინასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან კარგი, საოცარი დინამიკა გვაქვს. უახლოეს დღეებში ვაქცინასთან დაკავშირებით პოზიტიური სიურპრიზი გახდება ცნობილი. ფაქტობრივად, ჩვენ გვაქვს ტრანსპორტირებისთვის მომზადებული ორი მილიონი ვაქცინა და ამ პროცესს დავიწყებთ, თუ ეს ვაქცინა უსაფრთხოების შემოწმებას გაივლის" , - განაცხადა ტრამპმა. მისი თქმით, ამ მომენტისთვის აშშ-ში კორონავირუსის ვაქცინაზე ერთდროულად 7-8 კომპანია მუშაობს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ