დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

„მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო 100-ზე მეტი ვაქცინაა შექმნილი, რომელთაგან 10-მდე დაჩქარებულ კლინიკურ კვლევებს გადის“ 05.06.2020 20:54

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო 100-ზე მეტი ვაქცინაა შექმნილი, რომელთაგან 10-მდე დაჩქარებულ კლინიკურ კვლევებს გადის და დაიწყო მათი გამოყენება ადამიანებზეც. როგორც გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ ეტაპზე სირთულეს წარმოადგენს ვაქცინების უსაფრთხოების, დამცველობის უნარისა და ეფექტურობის დადგენა.

 

„ვაქცინის შექმნა დღევანდელი ტექნოლოგიების პირობებში სირთულეს არ წარმოადგენს, რთულია მისი უსაფრთხოებისა და ეფექტურობის დადგენა. 100-ზე მეტი ვაქცინაა შექმნილი, აქედან 10-მდე გადის დაჩქარებულ კლინიკურ კვლევებს. ზოგიერთ კვლევაში უკვე აღნიშნულია საკმაოდ კარგი იმუნიგენობა, ანუ იმუნიტეტის გამომუშავების თვისებები. დაიწყო ამ ვაქცინების გამოყენება ადამიანებზეც, მაგრამ როგორც წამყვანი ლაბორატორიები და კომპანიები ამბობენ, ჯერ გზა მისი უსაფრთხოების გამოცდაზე შორია. არ არსებობს ერთიანი აზრი როგორი დამცველობის უნარი ექნება ამ ვაქცინებს, იქნება ეს როგორც წითელას ვაქცინა, როდესაც მას ერთხელ ვუკეთებთ ბავშვს და ის მთელი ცხოვრება დაცულია თუ, იქნება ეს მხოლოდ სეზონური დამცველობითი უნარი, როგორიც აქვს მაგალითად გრიპის ვაქცინას,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ