დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

ნინოწმინდის სოფელი ყაურმა, სადაც სავალდებულო კარანტინგავლილი ინფიცირებული ცხოვრობს, საყოველთაო სკრინინგს დაექვემდებარა 05.06.2020 21:30

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის ინფორმაციით, ნინოწმინდის სოფელ ყაურმაში მოსახლეობის საყოველთაო სკრინინგი 2 ეტაპად ჩატარდება.

 

„ნინოწმინდის სოფელ ყაურმაში დაგეგმილია ის სტანდარტული ღონისძიებები, რომელიც ჩვენ არაერთგზის გვაქვს აპრობირებული სხვადასხვა ტერიტორიაზე. ჩატარდება მოსახლეობის საყოველთაო სკრინინგი სიმპტომების გამოვლენაზე, როგორიც არის ტემპერატურის შემოწმება, რესპირაციული სიმპტომების არსებობის შემოწმება, ასევე მიზანმიმართული ტესტირება იმ შერჩეული ადამიანების, რომლებიც კვლევის შედეგად დადგინდება. ეს ამ სოფელში 2 ეტაპად განხორციელდება და ვფიქრობთ, რომ სიტუაცია იქნება სრულიად მართული. რაიმე საოცარ გამოვლინებებს იქ არ ველით,“ - აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

 

არსებული ინფორმაციით, სოფელ ყაურმის ერთ-ერთმა მკვიდრმა რუსეთიდან ჩამოსვლის შემდეგ, სავალდებულო კარანტინი გაიარა და სოფელში დაბრუნდა. რამდენიმე დღის შემდეგ კი, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მამაკაცს სოფელში მიაკითხა და უთხრა, რომ ის კორონავირუსით იყო ინფიცირებული.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ