დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„დიღმის ჭალების პროექტი ჯერ საერთოდ გამოცხადებულიც არ არის - ჩვენ გადავწყვეტთ, როდის უნდა დავიწყოთ და როდის რომელი პროექტი უნდა განვახორციელოთ“ 05.06.2020 22:59

ჩვენ გადავწყვეტთ როდის რომელი პროექტი უნდა განვახორციელოთ , - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რატომ არ არის დიღმის ჭალების პროექტი დასრულებული. მისი თქმით, დიღმის ჭალების პროექტი ჯერ გამოცხადებულიც არ არის.

 

„დიღმის ჭალების პროექტი ჯერ საერთოდ გამოცხადებულიც არ არის და არც ყოფილა. ჩვენ პროექტი გვაქვს გამზადებული. სამუშაოებს ჩვენ გადავწყვეტთ, როდის უნდა დავიწყოთ და როდის რომელი პროექტი უნდა განვახორციელოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიას დიღმის ჭალების პროექტის განხორციელება 2019 წელს უნდა დაეწყო. 2018 წლის დეკემბერში კახა კალაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია უახლოეს მომავალში შედგებოდა და რომ მისი განხორციელება მომავალ წელს დაიწყებოდა. „უკვე გვაქვს დიღმის ჭალების პროექტი. უახლოეს მომავალში გავაკეთებთ პრეზენტაციას. ძალიან მაგარი პროექტი გამოდის და კიდევ ერთი საქალაქო პარკი შეემატება ქალაქს. ამ პროექტის განხორციელებას მომავალ წელს ვიწყებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ 2018 წელს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ