12:01 06.06.2020
„ვუმკურნალოთ ერთმანეთს“ - სომხური პრესა

პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

სომხური პრესა:


„ვუმკურნალოთ ერთმანეთს“

ამონარიდი გაზეთ „ლრაგირ“-ში («Լրագիր») გამოქვეყნებული სტატიიდან:

„ნიკოლ ფაშინიანს როცა ჰკითხეს, რატომაა სომხეთში სიტუაცია უფრო მძიმე, ვიდრე მთლიანად რეგიონშიო, მან უპასუხა - „ჩვენ ეკონომიკური მაკრომაჩვენებლები შევინარჩუნეთ, ანუ არც ინფლაცია არ მომატებულა და არც დრამის კურსი არ შეცვლილაო“.

მეზობელ საქართველოში, სადაც მკაცრი შეზღუდვების გზით წავიდნენ და დაავადების ტალღა შეაჩერეს, ლარის კურსიც შეიცვალა და ინფლაციამაც მოიმატა. ამასთან, მეზობლებს იმედი აქვთ, ეკონომიკურ მაჩვენებლებს ტურიზმის აღორძინებით გააუმჯობესებენ.

დღეს საქართველო მზად არის სომხეთს ავადმყოფების მკურნალობის საკითხში დაეხმაროს: ქვეყანაში ხელმოწერები დაიწყო, რომ პეტიცია მთავრობას გადასცენ ჩვენდამი დახმარების გაწევის მიზნით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც ოფიციალური განცხადება გააკეთა - თბილისი მზადაა ერევნის მხარდასაჭერადო.

დიახ, ერთი მხრივ, ქართველები უკიდურეს ჰუმანურობას ამჟღავნებენ, რისთვისაც ძალიან მადლობლები ვართ. მაგრამ მეორე მხრივ - საქართველომ განაცხადა, რომ საკურორტო სეზონში სომხებისთვის საზღვრებს არ გახსნის. ნიკოლ ფაშინიანის აზრით, მეზობლის ასეთი მიდგომა ლოგიკურია.

მოკლედ, სიტუაცია ასეთია: საქართველოში ადამიანები ჯანმრთელები არიან, მაგრამ რაღაც მოცულობით ეკონომიკა დაზარალდა, სომხეთში ადამიანები ავად არიან, მაგრამ შენარჩუნებულია ეკონომიკური პოტენციალი და შესაძლებლობები.

ვუმკურნალოთ ერთმანეთს“.
-----------
https://www.lragir.am/ru/2020/06/05/175609/




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge