20:46 29.06.2020
„იმისათვის, რომ გავუფრთხილდეთ ქვეყანაში სიმშვიდეს, სტაბილურობას მნიშვნელოვანია, დავუპირისპირდეთ იმ „ფეიკ ნიუსს“, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული პარტიულ ტელევიზიებში“

ჩვენ ვებრძვით „ფეიკ ნიუსს“ ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა და ეს არ არის „ქართული ოცნების“ ამოცანა, ეს არის სახელმწიფოს და საზოგადოების ამოცანა , - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, იქ სადაც არის „ფეიკ ნიუსი“, არ არის სტაბილურობა და სიმშვიდე.

 

„ჩვენ ვებრძვით „ფეიკ ნიუსს“ ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა და ეს არ არის „ქართული ოცნების“ ამოცანა, ეს არის სახელმწიფოს ამოცანა და ეს არის საზოგადოების ამოცანა. სადაც არის „ფეიკ ნიუსი“ იქ არ არის სრული სიმშვიდე და სტაბილურობა. აქედან გამომდინარე იმისათვის, რომ გავუფრთხილდეთ ქვეყანაში სიმშვიდეს, სტაბილურობას მნიშვნელოვანია, დავუპირისპირდეთ იმ „ფეიკ ნიუსს“, რომელიც ასე ფართოდ არის გავრცელებული ტელევიზიებში. აქ საუბარია პარტიულ ტელევიზიებზე, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებსაც თავის მხრივ, ამოძრავებს ანტისახელმწიფოებრივი მიზნები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge