ცნობილი გახდა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმეთა ჩვენებები

მთავარმა არხმა 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმეთა ჩვენებები მოიპოვა.

 

 

 არასრულწლოვნის ჩვენება: 

გადმოვკვეთეთ ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალი თბილისის მიმართულებით და განვაგრძეთ გზა, რა დროსაც შევხვდით ამავე მიმართულებით მიმავალ ნახსენებ წვეულებაზე გაცნობილ გიორგი ქათამაძეს, კონსტანტინე ღიბრაძეს, ვახტანგ ახვლედიანს და გიორგი შაქარაშვილს. მე და ლ. შ-მ კონსტანტინე ღიბრაძეს გავუცვალეთ მობილური ტელეფონის ნომრები რადგან შევხვედროდით შემდგომ დღეებში ერთმანეთს და  გაგვერკვია მანამდე  მომხდარი შეხლა -შემოხლის ამბავი. ამავდროულად ქათამაძე ცდილობდა ჩემთან და ლ.შ.ს-თან სიტუაციის დაძაბვას, ვინაიდან ჩემი აზრით იყვნენ რიცხობრივად მეტნი და უნდოდათ მე და ლ-ს ფიზიკურად გაგვსწორებოდნენ“, – ნათქვამია არასრულწლოვნის ჩვენებაში.

 

 

გიორგი ქათამაძის ჩვენება: 

„უკნიდან წამოგვეწია ჩემთვის უცნობი ორი პიროვნება, რომლებმაც გვითხრეს, რომ სურდათ მომდევნო დღეებში ჩვენთან შეხვედრა და საუბარი და გვითხრეს რომ მიგვეცა ტელეფონის ნომერი რათა დაგვკავშირებოდნენ. ვინაიდან იმ მომენტში მათთან საუბრის სურვილი არ მქონდა, ვუკარნახე ჩემი ნომერი რათა დაენებებინათ თავი და გავაგრძელეთ გზა“. გზა ხიდის ბოლომდე ფოტოგრაფ ბრეგვაძეს ტელეფონით ჰქონდა გადაღებული, მასალა კი პროკურატურამ 2 დღის წინ გაასაჯაროვა. გიორგი ქათამაძის ჩვენებით, სწორედ ხიდის ბოლოს წამოეწია მათ ვერცხლისფერი მანქანა, რომლის მგზავრებმაც ის და მისი ორი მეგობარი სცემეს.

 

ნიკა ჟვანიას ჩვენება 

„ნ.ც-მ და  მისმა თანაკლასელებმა მე განმიცხადეს, რომ მათ თანაკლასელი გოგონას დაბადების დღეზე ყოფნისას ჩხუბი მოუვიდათ მათთვის უცხო ბიჭებთან, რომლის დროსაც ისინი სცემეს და აცხადებდნენ, რომ ისევ წასულიყვნენ აღნიშნული პიროვნებების სანახავად, რადგან მათ აშკარად ეტყობოდათ, რომ იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში და ამასთანავე, უკვე იყო გვიანი ღამე. ჩემი მოწოდების პასუხად, ნ.ც-მ განმიცხადა,  რომ ჩხუბის ადგილას დარჩენილი იყვნენ მათი თანაკლასელი და ასევე ჩემი მეგობარი გ.მ. და კიდევ ერთი მათი თანაკლასელი“.

 

ნიკა ჟვანია ჩვენებაში ამტკიცებს, რომ ახალგაზრდებს მეგობრების ჩამოსაყვანად გაყვა.

 

„ჩვენ წავედით მცხეთის მიმართულებით და ამ დროს მანქანაში უკან მჯდომთაგან, ერთ-ერთს რომელს არ მახსოვს, ტელეფონზე დაუკავშირდა გ.მ. და აცნობა, რომ მათი მცემელი ბიჭები ფეხით მოდიოდნენ ცენტრალური საავტომობილო ტრასის პირას, თბილისის მიმართულებით. გ.მ-ს  განმარტებით, მათ წინ მიმავალი პიროვნებები მათ აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც მათ ეშინოდათ, რომ ისინი კიდევ ეცემათ და გვთხოვეს რომ მივსულიყავით მათთან. გაჩერებისთანავე ყველანი გადმოვედით მანქანიდან, გადმოსვლისას, მე ჩემი სავარძლის ქვემოდან ავიღე იქ არსებული დაახლოებით 40 სანტიმეტრის სიგრძის რკინის მილი, რომელიც მე მანქანაში დაჯდომისთანავე შევნიშნე იქ. ჩვენს თანმხლებებთან ერთად  მივედით ფეხით მომავალ პიროვნებებთან, რომლებიც ახლოდან გავარჩიე, რომ იყვნენ ექვსნი. მისვლისთანავე ჩემს ხელთ არსებული რკინის მილი, მოვუქნიე ჩემთან ყველაზე ახლოს მდგარ ახალგაზრდა მამაკაცს. ამასობაში ჩემთან მყოფმა, ნ.ც-მ  და მისმა თანაკლასელებმაც მოირბინეს და დაუწყეს ცემა იმ პიროვნებას, რომელსაც მე მოვუქნიე ჩემს ხელთ არსებული რკინის მილი“.

 

 

გიგა ტატიაშვილის ჩვენება 

„გზაზე შემხვდნენ ჩემი კლასელები, მე მათ გავუჩერე მანქანა, ვიფიქრე ჩასხდებოდნენ, თუმცა მათ ჩემს მანქანაში მყოფ პირებს უთხრეს, რომ მათ წინ მიმავალი დაახლოებით 5-6 ახალგაზრდა ჩემთვის უცნობი ბიჭები იყვნენ, ისინი ვინც სცემეს ჩემი კლასელები. რაზედაც ჩემს მანქანაში მჯდომმა პირებმა მითხრეს, რომ აღარ წავსულიყავი და მანქანა გამეჩერებინა, თუმცა მე დავძარი მანქანა, რადგან არ მინდოდა, რომ მომხდარიყო ჩხუბი. მაგრამ ჩემს მანქანაში მჯდომი პირები ცდილობდნენ გაეღოთ მანქანის კარები და გადმოსულიყვნენ, რაზედაც გავხდი იძულებული მანქანა გამეჩერებინა და როდესაც გავაჩერე მანქანა ჩემი მგზავრები გადმორბოდნენ და გაიქცნენ ჩვენ წინ ფეხით მოძრავი ჩემთვის უცნობი პიროვნებების მიმართულებით. რა დროსაც დავინახე, რომ ჩემს გვერდით მჯდომი სრული აღნაგობის პიროვნება, რომელსაც ხელში ეჭირა რკინის ჯოხი დაარტყა, რა დროსაც ჩვენ წინ ფეხით მოძრავი პირები გაიქცნენ, რომლებსაც  გაეკიდნენ ჩემი მგზავრები და  ერთ-ერთი მათგანი დაიჭირეს, რომელსაც ყველა ჩემი თანმხლები პირი ურტყამდა. მე ჩემს მგზავრებს მოვატყუე, რომ მოდიოდა პოლიცია, რაზედაც ისინი ჩასხდნენ მანქანაში და ყველა ერთად წამოვედით ქ.თბილისში.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები

მსგავსი სიახლეები
ბლოგი

პოლონური სასწაული და „შოკური თერაპია“

პოლონეთის ეკონომიკა მეექვსეა ევროკავშირში და უდიდესია ევროკავშირის ყოფილი აღმოსავლეთ ბლოკის წევრთა შორის.

თებერვალი 24 , 2020

"2020-2024 წლებში ჩვენ გვექნება რეგიონში და ევროპაშიც ყველაზე მაღალი 5%-იანი ზრდა"

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი ანგარიში, რომელიც გასულ წელს აფასებს, განსაკუთრებით როგორც არასდროს დღეს რამდენიმე მიმართულებით არის მნიშვნელოვანი:

თებერვალი 13 , 2020

დიდი ბრიტანეთი კეინსიდან დღემდე - ციკლიდან ეკონომიკის გაკვეთილები

გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა ეფუძნება თავისუფალი ბაზრის და დაბალი გადასახადების პრინციპებს და მიუხედავად მომსახურების სერვისების პრიორიტეტისა, არის წარმოებაზე და ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა გერმანიის და იაპონიის მსგავსად.

იანვარი 27 , 2020

"ქვეყანაში წარმოქმნილი არასტაბილურობა გაურკვევლობასა და ნეგატიურ მოლოდინებს წარმოქმნის, პირველ

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, სხვა საკითხებმა, მათ შორის ეკონომიკამაც მეორე პლანზე გადაიწია.

ნოემბერი 19 , 2019

"ქვეყანას ნამდვილად აქვს სწრაფი ზრდის ეკონომიკური და ადამიანური რესურსები, რაც გაზრდის შემოსავლ

მე ამ თემაზე მსჯელობისას სხვა დროსაც აღმინიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის არსი არის ეროვნული შემოსავლის პროგრესიული ზრდა გრძელვადიან პერსპექტივაში.

ნოემბერი 14 , 2019

წყალტუბოს პროექტი საქართველოს რეგიონალურ ტურისტულ ჰაბად გადააქცევს

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება წყალტუბოში გამოისყიდოს ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და განახორციელოს მათი სრული რეაბილიტაცია, არის უპრეცედენტო თავისი მაშტაბურობით და საინვესტიციო გადაწყვეტილებების თვალსაზრისითაც.

ოქტომბერი 29 , 2019

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოხსენება მიმდინარე ეკონომიკური ტრანსფორმაციის შეუქცევად ხასიათს ადასტუ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიამ საქართველოში მორიგი ვიზიტი დაასრულა და შემაჯამებელი მიმოხილვა გამოაქვეყნა. სსფ-ის ეს მოხსენება რამდენიმე ფაქტორის გამო არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი.

სექტემბერი 19 , 2019

საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორ

მათ ასევე გააჟღერეს მნიშვნელოვანი გზავნილები, რომ ჩვენი ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მასშტაბიდან გამომდინარე, ერთ სულ მოსახლესთან მიმართებით მოზიდული ინვესტიციების კუთხით საქართველოს აქვს საუკეთესო მონაცემები.

სექტემბერი 12 , 2019

"ქართულ ოცნებას" უკვე მეორე ფრონტზე - ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ მოუწევს არც თუ იოლი პო

"ორი ფრონტი" კი არა, არამედ ორმაგი ბუნება და შიდა წინააღმდეგობა "ქართული ოცნებისა" :

აგვისტო 29 , 2019

ეს არის საქართველოს მთავარი მტერი, რომელსაც საუბედუროდ - ოკუპირებული აქვს ქვეყანა!

ნიჰილიზმზე ვწერდი და ზოგი მთხოვს, მაგალითები მოიყვანე, რომ უფრო თვალსჩინო და გასაგები იყოს ამ ტერმინის მნიშვნელობაო.

აგვისტო 15 , 2019

"2008-2012 წლებში ქვეყანა სრულ ეკონომიკურ კოლაფს საერთაშორისო დახმარებამ გადაარჩინა"

2008 წლის აგვისტოს ომის შეფასებისას, ბევრი ითქვა და დაიწერა, როგორც ქართულ ისე უცხოურ პრესაში.

აგვისტო 08 , 2019

"ლარს და მთავრობას კი არ უნდა ჩავუდგეთ კრიჭაში, არამედ ემბარგოს დამწესებელს"

ყველაზე ცუდი ისაა, რომ დარგის პატივსაცემი, ან აღიარებული სპეციალისტები, ან მიკერძოებულ განცხადებას აკეთებენ, ან დუმან.

აგვისტო 01 , 2019

"კომერციული რისკების დაზღვევა მთავრობის მიერ არ უნდა განხორციელდეს"

ანაკლიის პორტის ირგვლივ განვითარებული ისტორია, როგორც ჩანს წმინდა საინფორმაციო ომის ტალღაზე გადადის.

აგვისტო 01 , 2019

"ივნისში ეკონომიკის 5 %-იანი ზრდა საგარეო კურსზე რევოლუციური სცენარის ღია ზეგავლენას ადასტურებს

2019 წლის ივნისშის წინა თვეების ანალოგიურად, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 5.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივნისის საშუალო ზრდა 4.9 პროცენტს გაუტოლდა.

ივლისი 31 , 2019

"შემაგინე და გესვრი"- პუტინის შურისძიება გინებაზე

ერს არ გვაქვს ცივი გონება, თუ როგორ უნდა გავუმკვლავდეთ საფრთხეებს. ყველაფერი წალეკა პოპულიზმმა და ძალაუფლებისთვის ბრძოლამ.

ივლისი 10 , 2019

"საქართველო „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერია"

2 ივლისს, ქ. პარიზში "ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში ლიდერად დასახელდა.

ივლისი 03 , 2019

"პროპორციული არჩევნებით პოლიტიკა ადგილობრივ კონტექსტს უმეტესწილად დაკარგავს"

ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული არგუმენტი პროპორციული არჩევნების წინააღმდეგ, რაც გუშინ თუნდაც ფბ-ზე ხშირად და ხაზგასმით აღინიშნა, ის არის, რომ ადგილობრივ კონტექსტს, თუკი სრულიად საქართველოს ერთიანი სიებით იქნება არჩევნები, მთლიანად თუ არა, დიდწილად დაკარგავს ეროვნული პოლიტიკა.

ივნისი 25 , 2019

„სსფ-ის ანგარიშში ცალსახად არის აღნიშნული, რომ მიმდინარე რეფორმები ხელს უწყობს სწრაფ და ინკლუზიურ ზრ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაასრულა საქართველოსათვის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (Extended Fund Facility), ფარგლებში მეოთხე მიმოხილვა.

ივნისი 20 , 2019

საკრედიტო ექსპანსია ეკონომიკაში ღრმა რეცესიას წარმოშობს

საქართველოს ეროვნული ბანკის ჟურნალ „ეკონომიკა და საბანკო საქმე“ ბოლო ნომერში ძალზე საინტერსო მასალა გამოქვეყნდა „ჭარვალიანობის“ ზეგავლენაზე მოხმარებაზე და ეკონომიკურ რეცესიაზე, რომელიც განხილულია 2015-2016 წლებში, ბრაზილიის ფინანსური კრიზისის მაგალითზე.

ივნისი 17 , 2019

„დამაიმედებელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და რეფორმები, ქმნის წინაპირობებს ინკლუზიური ზრდისათვის“

მიმდინარე წლის აპრილში მშპ-ს მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა როგორც მომსახურების სექტორში, ასევე ეკონომიკის რეალურ სექტორში, მათ შორის სოფლის მეურნეობაში;

მაისი 31 , 2019