21:53 30.06.2020
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში მცხოვრებმა ახალგაზრდა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში მცხოვრებმა ახალგაზრდა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 30 წლამდე ასაკის მამაკაცი თოკზე ჩამოკიდებული იპოვეს. მისი ცხედარი საკუთარ საცხოვრებელ სახლში უკვე გადაასვენეს.ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა ლაგოდეხში მოხდა, სადაც ის ერთ- ერთ ოჯახში, მწყემსად მუშაობდა. თანასოფლელების ინფორმაციით, გარდაცვლილი ხშირად სვამდა და ზოგჯერ აგრესიული იყო. ისინი არ გამორიცხავენ, რომ სუიციდი სწორედ სასმელის ხშირ მიღებას უკავშირდებოდეს.

 

„გარდაცვლილი ალკოჰოლს ხშირად სვამდა. სოფელში რამდენჯერმე ამის გამო, პრობლემაც ჰქონდა. ძალიან ბევრს შრომობდა, მამის გარეშე იზრდებოდა. ლაგოდეხში იყო წასული და იქ ფერმაში მუშაობდა. ძმას გააგებინეს ეს ამბავი და ის წავიდა მის გადმოსასვენებლად“,- ამბობს გარდაცვლილის ერთ-ერთი მეზობელი. შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

რედაქციის შენიშვნა:

 

ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, ქვეყანაში 2019​ წლის იანვარი–ივნისის მდგომარეობით სუიციდის 207 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო სუიციდის მცდელობა 219 ადამიანს ჰქონდა. რაც შეეხება 2018 წელს – სუიციდის 389 შემთხვევაა აღრიცხული, თვითმკვლელობის მცდელობის კი 477 ფაქტი.


 


primetime.ge

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge