22:14 30.06.2020
„საშინელმა სისასტიკემ მოიკიდა ფეხი ქვეყანაში! ყველაზე ხამგრძლივი მშვიდობის დროს, საიდან და რა იწვევს განსაკუთრებულ სისასტიკეს ახალგაზრდებში?“

მანჩო გიორგობიანის პოსტი:

 

საშინელმა სისასტიკემ მოიკიდა ფეხი ქვეყანაში! ვიღაცა ცოლს ჰკლავდა, გაყრას როგორ მიბედავო... ვიღაცამ დედა და და მოკლა შუაღამისას , არადა მანამდე მოსიყვარულე დედა-შვილი იყოო... ვიღაცამ თავი დაიჩეხა , ლუდომანიის გამოოო ... ვიღაცეებმა გამეტებით და რამდენჯერმე სცემეს თავისზე უფრო სუსტები, რასაც ერთ-ერთის დაღუპვა მოჰყვა... და ვინმეს ეს ჩვეულებრივი კრიმინალი ჰგონია? განსაკუთრებული სისასტიკეებით ჩადენილი დანაშაულები?! 90-იანებმა და ომისგან გამოწვულმა უბედურებებმა ძლივს ჩაიარა და ამ , ბოლო 30 წლის განმავლობაში, ყველაზე ხამგრძლივი მშვიდობის დროს, საიდან და რა იწვევს განსაკუთრებულ სისასტიკეს ახალგაზრდებში , ვინმემ კვალიფიციურად გამოიკვლია, რამე კვლევა დევს სადმე?! ისე , როგორც არასდროს, გადავსებული რომ არის ფსიქიატრიულები და ნარკოლოგიურები შიზოფრენიკი პაციენტებით, გარეთ დარჩენილები ამ დროს , სრულიად ჯანმრთელები გვგონია ვინმეს?! საიდან მოვიდა ეს განსაკუთრებული სისასტიკეები საკუთარი თავების და სხვების მიმართ, რას ამბობენ პროფესიონალები ?!


Sophie Khundadze

ღამით, ასე პირველი საათისკენ ვიღაც იდიოტმა განზრახ მკვლელობის მიზნით ჩემს მეზობელ გოგოს ცეცხლი წაუკიდა. "ტიპმა" ჯერ ბენზინი მოასხა ეზოში, შემდეგ დაუკაკუნა კარებზე და ე. წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა. იყო საშინელი აფეთქების ხმა, შავი კვამლი და სრული უკუნითი. დაზარალებულს სხეულის 40% აქვს დამწვარი, მძიმე მდგომარეობაშია. მადლობა ღმერთს თავის დროზე მოვახდინეთ რეაგირება და სახანძროს მოსვლამდე ცეცხლი ჩავაქრეთ. დამნაშავე დღეს გამთენიისას უკვე აყვანილი იყო. დამნაშავემ ისე გააკეთა, რომ ეზოში ვერავინ შევიდოდა, ჭიშკარსაც კი ვერ მივუახლოვდით თავიდან.. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო უცნობ ბიჭებს, რომლებიც გვეხმარებოდნენ ცეცხლის ლოკალიზებაში, რომ არა ისინი არ ვიცი მარტო ჩვენი ძალებით როგორ გადავრჩებოდით. კარგი ადამიანები ხართ, ისეთი პანიკა იყო მადლობაც ვერ გითხარით. შოკში ვიყავით, ვერც ვაცნობიერებდით რას და რატომ ვაკეთებდით, წამის მეასედითაც რომ დაგვეგვიანა არ ვიცი რა მოყვებოდა ამ ყველაფერს. და მადლობა პოლიციას სწრაფი მოქმედებისთვის. არამარტო ეკიპაჟებს, არამედ იმ ადამიანებს, რომლებმაც ადამიანურობა გამოიჩინეს, მიატოვეს სამუშაო ადგილი და დასახმარებლად მოვიდნენ..




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge