22:46 30.06.2020
„უფრო მეტი კონსულტაცია გვქონდა მაჟორიტარებთან დაკავშირებით, რადგან მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას უფრო ადრე ვაპირებთ, ვიდრე სიის ფორმირებას“

ჩვენ უფრო მეტი კონსულტაციები გვქონდა მაჟორიტარებთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას უფრო ადრე ვაპირებთ, ვიდრე სიის ფორმირებაზე იქნება საუბარი , - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მდინარაძის თქმით, მაჟორიტარების კანდიდატებს სავარაუდოდ, ივლისის ბოლომდე დაასახელებენ, სიის ფორმირებაზე საუბარი კი უფრო შორეული პერსპექტივაა.

 

„ჩვენ უფრო მეტი კონსულტაციები გვქონდა მაჟორიტარებთან დაკავშირებით იმიტომ, რომ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას უფრო ადრე ვაპირებთ. ანუ საზოგადოებისათვის მათი ვინაობის გაცნობას უფრო ადრე ვაპირებთ, ვიდრე სიის ფორმირებაზე იქნება საუბარი იმიტომ, რომ ეს მიღებული პრაქტიკაა. ოპოზიციაც უფრო ადეკვატურია ამ მიმართულებით, ისინი უფრო მაჟორიტარებზე საუბრობენ ჯერ. ჩვენც ასე მოვიქცევით, მაჟორიტარობის კანდიდატებს უფრო ადრე დავასახელებთ, ვიდრე სიაზე ვილაპარაკებთ. ეს ალბათ უახლოეს მომავალში, შეიძლება იყოს, ყოველშემთხვევაში ივლისის ბოლომდე და უფრო შორეული პერსპექტივაა სიის ფორმირება. ჩვენ ზოგადად გვქონდა გარკვეული კონსულტაციები, მაგრამ არაფერი კონკრეტული ჯერჯერობით სიასთან დაკავშირებით არ გვქონია. უფრო კონკრეტული კონსულტაციები გვქონდა მაჟორიტარებთან დაკავშირებით, მაგრამ ჯერ ეს კონსულტაციებიც არ არის ბოლომდე მისული“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მისი თქმით, სიაში იქნებიან ახალი სახეები, ასევე გამოცდილი კადრები და საარჩევნო სია საზოგადოების განწყობების ადეკვატური იქნება.

 

"სიაში იქნებიან ახალი სახეებიც და იქნებიან ძველი გამოცდილი კადრებიც და დარწმუნებული ვარ ეს იქნება სია, რომელიც ადეკვატური იქნება საზოგადოების განწყობის, რომელი განწყობაც „ქართული ოცნების“ სასარგებლოა დღეს",- აღნიშნა მდინარაძემ.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge