დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"ისიც დაამტკიცა ვაშაძემ, რომ "ელისაშვილი პოლიტიკური კინტოაო!"- რაღა გვეთქმის?" 02.07.2020 11:43

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

"ოპოზიციის "აბდა-უბდა -გადასკუპდა, ვინ სად იყო, სად დასკუპდა" ამბები:


ალეკო ელისაშვილმა - გიორგი ვაშაძე ვანო ჩხარტიშვილის სიძეაო, ხოლო ვანო ჩხარტიშვილი, მოგეხსენებათ, ბიძინას ბიზნეს-პარტნიორიო.


გიორგი ვაშაძემ პასუხი არ დააყოვნა, კატეგორიულად უარჰყო ეს ბრალდება. სიტყვა-სიტყვით ასე ბრძანა:"ესაა სიბინძურის ნთხევის ნაცადი ხერხი. ვანო ჩხარტიშვილის სიძე არ ვარ, ისაა ჩემი სიდედრის ძმა, ამას ვადასტურებ."


ამრიგად, აღმაშენებლურ-სტრატეგიულად დაგვიმტკიცა ვაშაძემ ძველი მამა-პაპური სიბრძნე "ბრიყვს სიდედრის ძმა სიმამრი ეგონაო!"


ასევე ისიც დაამტკიცა ვაშაძემ, რომა - "ელისაშვილი პოლიტიკური კინტოაო!"


რაღა გვეთქმის?


ახლა ყველასთვის ნათელია, როგორც "კავკასიური ცარცის წრის" ფინალში - "ვინ არის ამ ბავშვის ნამდვილი დედა", ანუ - ვისი ვისაშია, სიდედრის ძმობის პოლიტიკურ გაგებაში სიძეობა არ მოსულა, ხოლო კინტაურის ამბავში ვინ საით უბერავს.. .


სიდედრის ძმის სიძე ვაშაძე პოლიტიკურად ხან არის და ხან არა, მაგრამ რაც არის, ის ხომ უეჭველად არის - სტრატეგია "აღმაშენებლის" ავტორია!


იოსებ ნონეშვილი ცოცხალი რომ იყოს, ამ ლექსს მიუძღვნიდა:


"შენ საქართველოს სტრატეგობა დაგშვენდებოდა…

დაგშვენდებოდა და რარიგად დაგშვენდებოდა,

შენს ერთ სიტყვაზე ქალაქები აშენდებოდა

და დაიწყებდა უდაბნოში შრიალს წალკოტი,"- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ