დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა აჭარაში დადასტურდა 04.07.2020 19:36

კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა აჭარაში დადასტურდა. 27 წლის მამაკაცს ყაზახეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, იგი თურქეთის გავლით საქართველოში დაბრუნდა. რაც შეეხება ქალს, იგი აჭარაში ერთ-ერთი კლინიკის სანიტარია. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რისკ-ჯგუფების გეგმური შემოწმებისას სანიტარს ინფექცია დაუდასტურდა. ორივე ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. საერთო ჯამში, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 5 ადამიანი მკურნალობს.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 948 გახდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 825 არის. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ